ესპანეთ-ამერიკის ომი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ესპანეთ-ამერიკის ომი 1898)
| ესპანეთ-ამერიკის ომი | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
ამერიკელი ჯარისკაცები კუბაში 1898 წ. |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| მეთაურები | |||||||
| დანაკარგები | |||||||
| აშშ — 385 დაღუპული კუბა — 5,000 დაღუპული ფილიპინები — 5 000 |
2 159 დაღუპული | ||||||
ესპანეთ-ამერიკის ომი 1898 (ესპ. Guerra Hispano-Estadounidense, ინგლ. Spanish-American War) - ომი კოლონიური სამფლობელოების გადასანაწილებლად აშშ-სა და ესპანეთს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ესპანეთის კოლონიების კუბის, ფილიპინებისა და პუერტო-რიკოს ხელში ჩაგდებას. ომს წინ უძღოდა ძლიერი აჯანყებები ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ კუბასა (1895 წლიდან) და ფილიპინებზე (1896 წლიდან). 1898 წლის 21 აპრილს აშშ-მა ომის გამოუცხადებლად დაიწყო საომარი მოქმედება ესპანეთის წინააღმდეგ. ომმა 3,5 თვეს გასტანა და 13 აგვისტოს ესპანეთის კაპიტულაციით დასრულდა. 10 მაისს მხარეებს შორის დაიდო პარიზის ზავი, რომლის მიხედვითაც ამერიკამ მიღო პუერტო-რიკო, გუამი და ფილიპინები. კუბა კი დამოუკიდებლად გამოცხადდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

