ესკილსტუნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ესკილსტუნა (შვედ. Eskilstuna) — ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, სედერმანლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 64 679 ადამიანს შეადგენს.[1] ამ ქალაქში შვედი ფინელების უდიდესი რაოდენობა სახლობს.[2] მდებარეობს მდინარე ესკილტუმაზე, რომელიც ელმარენისა და მელარენის ტბებს აერთებს.
სახელი ეწოდა ინგლისელი მისიონერის − წმინდა ესკილას პატივსაცემად, რომელიც XI საუკუნეში მოღვაწეობდა. ისტორიულად, XVII საუკუნიდან ესკილსტუნაში განვითარებული იყო მეტალურგიული მრეწველობა, რაც მის გერბზეცაა გამოსახული. ამ დროის ქურები დღემდე ფუნქციონირებს. 1658 წელს ესკილსტუნამ ქალაქის სტატუსი მიიღო, 1881 წლისთვის მისი მოსახლეობა 8 286 ადამიანს ითვლიდა.
სექციების სია |
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 (Swedish). Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 10 January 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 10 January 2012.
- ↑ http://www.rskl.se/Ruotsinsuomalaiset.html