ერწოს ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერწოს ქვაბული
ერწოს ქვაბულის ხედი ჩრდილოეთიდან
ერწოს ქვაბულის ხედი ჩრდილოეთიდან
კოორდინატები: 41°58′19″ ჩ. გ. 44°56′56″ ა. გ. / 41.97194° ჩ. გ. 44.94889° ა. გ. / 41.97194; 44.94889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თიანეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1000–1100 
სიგრძე 15 კმ
სიგანე კმ
ჰიდროგრაფია აძეძი
ერწოს ქვაბული — საქართველო
ერწოს ქვაბული

ერწოს ქვაბული — ტექტონიკური ღრმული საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში.[1] გაწოლილია მდინარე ივრის აუზში. ირწყვის ივრის მარჯვენა შენაკად აძეძით. ქვაბული მიმართულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 15 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ბრტყელი ფსკერის აბსოლუტური სიმაღლეა 1000–1100 მ. აგებულია ნეოგენური (კალთები) და მეოთხეული (ფსკერი) დანალექი ქანებით. ტყე შემორჩენილია მხოლოდ კალთებზე. ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის. ერწოს ქვაბულზე გადადის თბილისი–თიანეთის საავტომობილო გზა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 64.
  2. ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.