ეროვნული-რევოლუციური არმია
| ეროვნული-რევოლუციური არმია | |
|---|---|
| არსებობის წლები | 1925 - 1948 |
| ქვეყანა | |
| დაქვემდებარება | გომინდანი |
| ტიპი | არმია |
| მონაწილეობა მიიღო | აღმოსავლეთის ლაშქრობა ჩრდილოეთის ლაშქრობა ჩინეთის სამოქალაქო ომი იაპონია ჩინეთის ომი |
| მეთაურები | |
| სახელგანთქმული მეთაურები | ჩან კაი-ში ჩენ ჩენი და სხვა |
| ინდუსტრია | |
| საგარეო მომწოდებელი | |
ეროვნული-რევოლუციური არმია (ჩინ: 國民革命軍|国民革命军) — პარტია გომინდანის შეიარაღებული ძალები, ხოლო გომინდანის დამარცხების შემდეგ სამოქალაქო ომში — ჩინეთის რესპუბიკის ეროვნული შეიარაღებული ძალები 1947 წლამდე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
გომინდანის შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1925 წელს ჩინეთში სამოქალაქო ომის პერიოდში. ერა-ს მთავარსარდალი ჩან კაი-ში. 1926—1927 წლებში ჩრდილოეთის ლაშქრობის მსვლელობის დროს ერა-მ დაამარცხა ადგილობრივი მილიტარისტების უმეტესი ნაწილი და დაამყარა გომინდანის ხელისუფლება ჩინეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე.
1928 წელს მოხდა განხეთქილება გომინდანსა და კომუნისტებს შორის, რომლებიც იყო მისი ნაწილი. ნანჩანსკის დროს ეროვნული-რევოლუციური არმიის ჯარის ნაწილი გადავიდა კომუნისტების მხარეს და შექმნა წითელი არმია (შემდგომში ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია). შემდგომში ერა ატარებდა ოპერაციებს კომუნისტების წინააღმდეგ, ხოლო იაპონია ჩინეთის ომის დროს იცავდა ქვეყანას იაპონელებისგან.
1947 წელს ერა-ს ჩინეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ეწოდა. სამოქალაქო ომში კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ, ეროვნული-რევოლუციური არმიის ნარჩენები გადავიდნენ ტაივანში, სადაც გახდა ტაივანის ძირითადი არმია.