ერნსტ აბე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ერნსტ აბე (გერმ. Ernst Karl Abbe; დ. 23 იანვარი, 1840, აიზენახი — გ. 14 იანვარი, 1905, იენა), გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსი, მიკროსკოპში გამოსახულების წარმოქმნის თეორიის ავტორი. 1870-იდან თეორიული ფიზიკის პროფესორი იენაში, 1877-90 იენის ობსერვატორიის დირექტორი. მიკროსკოპების კონსტრუქციის მეცნიერული საფუძვლების კვლევის მიზნით 1863 მუშაობდა კ. ცაისის ოპტიკის სახელოსნოებში. აბეს მიკროსკოპის თეორია (1872) ამ რთული ამოცანის გადაწყვეტის პირველი მეცნიერული ცდაა. 1870 დაადგინა ე. წ. სინუსების კანონი, რომელსაც ფართოდ იყენებენ ოპტიკურ გამოთვლებში.
მეხსიერება [რედაქტირება]
ოპტიკაში აბეს სახელს ატარებენ:
მთვარეზე აბეს პატივსაცემად არსებობს კრატერი
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 1, გვ. 24, თბ., 1975
სტატიის