ერნანდარიასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ერნანდარიასი
Hernandarias
|
ერნანდარიასი (ესპ. Hernandarias) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, ალტო-პარანის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ერნანდო არიას საავედრას პატივსაცემად, რომელიც ამერიკის კონტინენტზე დაბადებული პირველი კოლონიის მმართველი იყო. მდებარეობს იტაიპუს კაშხლისკენ მიმდინარე ავტომაგისტრალზე, ასუნსიონიდან 349 კმ-ის დაშორებით.
ერნანდარიასს „ლათინური ამერიკის ელექტროენერგიის დედაქალაქს“ უწოდებენ და მიეკუთვნება გრან-სიუდად-დელ-ესტეს მეტროპოლიურ არეალს. შემოსაზღვრულია მდინარე პარანისა და აკარაის წყლებით.
2008 წლის მონაცემებით, რაიონის მოსახლეობა 79 735 ადამიანს შეადგენს.