ერზაცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიტანული ერზაცი ბრონირებული ავტომობილი „ბიზონი“ ბეტონის ბრონით (ინგ.)

ერზაცი (გერმ. Ersatz) ან სუროგატი — რამის არასრულფასოვანი შემცვლელი.[1]

მცნება „ერზაცი“-ს ფართო გამოყენება დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანიაში სტრატეგიული საქონლის სიმცირის გამო დაიწყეს სხვადასხვა პროდუქტის ჩანაცვლება. მაგ: კარაქი შეცვალეს მარგარინით, შაქარისახარინით, ხოლო ყავავარდკაჭაჭით.

ერზაცები ნაკლებად დეფიციტურები არიან და წარმოებისთვისაც შედარებით იაფნი, რადგან კეთდებიან იმ მასალისგან, რომელიც ხელმისაწვდომია. ამ პერიოდს ეკუთვნის ერთერთი ისეთი ერზაცი პროდუქტის შექმნა, როგორიც სინთეთიკური კაუჩუკია.

ერზაცი პროდუქტის მაგალითები[რედაქტირება]

ერზაცი ჩექმები[რედაქტირება]

წითელარმიელები ნადავლად ჩავარდნილ ასეთ ჩექმებს ცხენების გამოსაკვებად იყენებდნენ. სტალინგრადი, 1942/1943 წლის ზამთარი. ნ. ბოდეს ფოტო.

იმ მიზეზის გამო, რომ თავდაპირველად ფაშისტური გერმანიის საომარი გეგმა ბლიცკრიგი იყო, ვერმახტისთვის ზამთრის ფორმების მომზადება არ მიმდინარეობდა. იმის შემდეგ, რაც ელვისებური შეტევის გეგმა ჩავარდა, გერმანული არმიის აღმოსავლეთ ფრონტზე ზამთრის ფორმის მოთხოვნა გაჩნდა, განსაკუთრებულად კი ზამთრის ფეხსაცმლების. ამ პრობლემის მოგვარება დაპყრობილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზამთრის ჩექმების ჩამორთმევით[2] და რუსული ტიპის ჩექმების წარმოებით წყდებოდა.[3] თუმცა მთელი არმიის ამ სახეობის ფეხსაცმლით უზრუნველყოფა მოკლე პერიოდში, შეუძლებელი იყო საჭირო მასალის, დროის და საწარმოო ძალის სიმცირის გამო. არმიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ინტენდანტის სამსახურმა დაპრესილი თივისგან დაწნული ერზაცი ჩექმების მიწოდება დაიწყო, რომლებსაც გერმანელი ჯარისკაცები უბრალო ფეხსაცმლების ზემოდან იცვამდნენ. როგორც წესი ამ ერზაც ჩექმას მეომრები ყარაულობის დროს იცმევდნენ, რადგან ამ ფეხსაცმლით გადაადგილება შედარებით რთული იყო.[4]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ს. ი. ოჟეგოვისა და ნ. უ. შვედოვის ნ. უ. რუსული განმარტებითი ლექსიკონი: 800000 სიტყვა და ფრაზეოლოგიური გამონათქვამი ISBN 5-85632-005-0
  2. ვლადიმირ სპირიდენკოვი. ტყის მეომრები. პარტიზანული ომი სსრკ-ს ჩრდილო-დასავლეთით. 1941—1944. — М.: ЗАО Центрполиграф, 2007. — С.112-113 ISBN 978-5-9524-3009-9
  3. დევის ბრაიან ლი. გერმანიის არმია. უნიფორმა და განმასხვავებელი ნიშნები 1933-1945 წწ. М.: Эксмо, 2003. — С. 139 ISBN 5-699-02825-0.
  4. დევის ბრაიან ლი. გერმანიის არმია. უნიფორმა და განმასხვავებელი ნიშნები 1933-1945 წწ. М.: Эксмо, 2003. — С. 139 ISBN 5-699-02825-0.