ერვე ბაზენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერვე ბაზენი
Hervé Bazin
დაბადების თარიღი:

7 აპრილი, 1911

დაბადების ადგილი:

ანჟერი, საფრანგეთი

გარდაცვალების თარიღი:

17 თებერვალი, 1996

გარდაცვალების ადგილი:

ანჟერი, საფრანგეთი

ეროვნება:

ფრანგი

საქმიანობა:

ნოველისტი, პოეტი

მიმდინარეობა:

რეალიზმი

ერვე ბაზენი (ფრანგ. Hervé Bazin; დ. 7 აპრილი, 1911 - გ. 17 თებერვალი, 1996) იყო ფრანგი ნოველისტი, პოეტი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ერვე ბაზანი დაიბადა 1911 წლის 7 აპრილს ქალაქ ანჟერში, საფრანგეთი. ფილოლოგიური განათლება მიიღო შემდეგ ლექსების რამდენიმე კრებული გამოაქვეყნა, რომელთაც წარმატება არ გქონიათ, მაგრამ 1947 წელს გამოცემულმა ლექსთა კრებულმა "დღემ" აპოლინერის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1948 წელს გამოვიდა მისი რომანი "რეზოს ოჯახი", რომელმაც მკითველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. რომანი ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და საკუთარი ოჯახის კრიტიკა ბურჟუაზიული ოჯახის კრიტიკად იქცევა. შემდეგ ბაზენი ისევ პოეზიას დაუბრუნდა და გამოსცა ლექსების კრებული "განწყობილებანი". მის უკანასკნელ რომანთაგან აღსანიშნავია: "პატარა კვიცის სიკვდილი", "აღდეგ და ვიდოდე" "ვაჟიშვილის გულისთვის" და სხვა.

ბაზენი ავტორია ნოველათა რამდენიმე კრებულისა: "ქორწინებათა ვიურო", "ქუდი მოიხადეთ" და სხვა. იგი გონკურის აკადემიის წევრი იყო. ლიტერატურული შემოქმედებისათვის მას მონაკოს დიდი ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

ერვე ბაზანი გარდაივალა 1996 წლის 17 თებერვალს, ქალაქ ანჟერში, საფრანგეთი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 551.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე