ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის განჩინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის განჩინება 1767-1768მეფისა და კათოლიკოსის ნორმატიული აქტი შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოსაწესრიგებლად, აგრეთვე ზოგი სარწმუნოებრივი და სქესობრივი დანაშაულის აღსაკვეთად. შედგება 2 ნაწილისაგან:

  • "ეპისკოპოსთა მიმართ", რომელიც ერეკლე II-მ და ანტონ I-მა ერთობლივად შეადგინეს 1767 წელს;
  • დანართი, რომელიც საკუთრივ მეფემ დაუმატა ერთობლივ ტექსტს 1768 წელს „თანა-ნება-მყოფითა სრულ ერთიანად... თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთათა“.

განჩინება მთლიანად მაშინვე დაისტამბა თბილისში; გვერდებს თავზე აწერია: „მცნება მღუდელთათვის ეპისკოპოსთა მიმართ“. იგი ეხება მღვდლების „ცხოვრებას“ და კვალიფიკაციას, მრევლის სწავლებას, ეკლესიებისა და მათი მოწყობილობის მოვლაპატრონობას, გამოყენებასა და შეძენა-განახლებას, საეკლესიო ქონების გაუცემლობა-გაუსხვისებლობას, „ნათლისღების“ შესრულებას, კვირა-უქმის შენახვას, კრძალავს ჯერ კიდევ შერჩენილი ქრისტიანობამდელი კულტების თაყვანისცემას, მისნობა-მწამლველობას, პირუტყვის უშვერ გინებასა და მამათმავლობას. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის საეკლესიო სასჯელს მეფემ დაუმატა უწყალო, ქართული სამართლისათვის თითქმის უჩვეულო სასჯელი — წამებით სიკვდილი. განჩინება ყოველ ეპისკოპოსს თავისი სამწესოს საყდრებში უნდა წაეკითხა და ხალხი გაეფრთხილებინა.

პუბლიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970, საბუთი 336;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]