ერედ ნიმრაისი
ერედ ნიმრაისი (ინგლ. Ered Nimrais) არის იგივე ”თეთრი მთების” სახელით ცნობილი რიგი მთებისა ჯ. რ. რ. ტოლკინის გამოგონილი სამყაროდან, შუამიწეთიდან. მთებმა ეს სახელწოდება მიიღეს მათი მწვერვალების პატივსაცემად.
მთების ეს ჯაჭვი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთით, მაგრამ მას ასევე აქვს ჩრდილო მხარეც, რომელიც ჰითაეგლირისგან გამოიყოფა როჰანის კლდეკარით. გონდორისა და როჰანის სამხრეთითაც კი თეთრ მთებზე თოვლი ზაფხულშიც დევს. თეთრი მთები ქმნიან გონდორის ჩრდილო საზღვარს და როჰანის სამხრეთ საზღვარ, თუ არ ჩავთვლით მათ აღმოსავლეთ მხარეებს, სადაც გონდორის მხარე ანორიენი ემიჯნება მთების ჩრდილო მხარეს.
თეთრი მთების მნიშვნელოვანი მწვერვალებია ’’რკინის ხერხი” და ’’გაშეშებული რქა’’. ამ ორს შორის განლაგებულია დვიმორბერგი, მკვდართა ბილიკის შესასვლელი. აღმოსავლეთ ბოლოს განლაგებული მინის ტირითი, რომელიც მინდოლუინის მთას ებჯინება. გონდორის შუქურები განლაგებულია მთების შვიდ მწვერვალზე. ესენია: ამონ დინი, ეილენახი, ნარდოლი, ერელასი, მინ-რიმონი, კალენჰადი და ჰალიფირიენი.
თეთრ მთებში რამდენიმე მდინარეს ვხვდებით, მათ შორის არიან: ადორნი (რომელიც მიედინება აიზენში), სნოუბორნი და მერინგის ნაკადი (რომელიც ენტების ღრეში მიედინება). სამხრეთ მხარეს არის: ერუი (ჩაედინება ანდუინში), რინგლო და კირილი, რომლებიც მორთონდთან ერთად ჩაედინებიან ბელფალასის ყურეში, რომელიც განლაგებულია ედჰელონდში, დოლ ამროთთან. აგრეთვე აქ არis ანფალასი და ლებენინის ხუთი მდინარე.
შუამიწეთის მეორე ეპოქის დროს, თეთრი მთები დასახლებული იყო დუნლენდინგების, საურონის მსახურების ხალხით. მათ ისილდურს დახმარება აღუთქვეს, მაგრამ უღალატეს და დაწყევლილები იყვნენ. მოგვიანებით ისინი დუნჰარელი მკვდრების სახელით იყვნენ ცნობილი. სწორედ მათთან მივიდნენ არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი, რათა ომში მათი დახმარება ეთხოვათ. დუნდენლინგებამდე, თეთრ მთებში ცხოვრობდნენ დრუადანელი პუკელელები.
|
|||||||||||
სტატიის