ერამის ბაღი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპარსული ბაღები*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Bagh-e-eram shiraz.jpg
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია
კოორდინატები 29°38′09″ ჩ. გ. 52°31′31″ ა. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1372
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1372
რუს.ინგლ.ფრ.

ერამის ბაღი (სპარს. باغ ارم) — ისტორიული სპარსული ბაღი ირანის ქალაქ შირაზში. სილამაზისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო, ერამის ბაღს ხშირად სამოთხეს უწოდებენ. მდებარეობს მდინარე ხოშკის ჩრდილოეთ ნაპირზე, ფარსის პროვინციაში. ბაღიც და პავილიონიც აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში, ქაშქების ტომების უზენაესი მმართველების მიერ. ბაღის თავდაპირველი გეგმა თავისი ოთხნაწილიანი სპარსული სტრუქტურით XVIII საუკუნეში სელჩუკებმა ააგეს და იმ დროისთვის „ბაღ-ე-შაჰს“ ეძახდნენ (მეფის ბაღი). იგი შედარებით ნაკლებად ორნამენტირებული იყო.[1]

XVIII საუკუნის ჰოლანდიელი მოგზაური კორნელიუს ბრიუინი ბაღის აღწერილობას იძლევა. საუკუნეთა განმავლობაში, სხვადასხვა მონაწილეთა მიერ სტრუქტურა იცვლებოდა, ახლდებოდა, იცვლებოდა სტილი. პირველი პავილიონი სამხრეთით, ღერძის გასწვრივ იყურება, იგი ადგილობრივმა არქიტექტორმა — ჰაჯი მოჰამედ ჰასანმა დააპროექტა. სტრუქტურა მოიცავს 32 ოთახსა და 2 სართულს, დეკორირებულია კრამიტით, რომლებზეც წაწერილია სპარსი პოეტი ჰაფეზის ლექსები. სტრუქტურა განახლდა ჯერ ზანდის დინასტიის დროს, შემდეგ კი ყაჯარების დინასტიის დროს. ბაღის რესტავრაციისთვის ბევრი გაიღო ფეჰლევების დინასტიამ რათა ამ ბაღს საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინა. 1965 წელს, შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის უახლოესმა მეგობარმა და შირაზის უნივერსიტეტის კანცლერმა ადოლა ალამმა ბრიტანეთის კონსული იარნში, სერ დენის ვრაითი ერამის ბაღში პრინცესა ალექსანდრასადმი მიძღვნილ წვეულებაზე მიიწვია.

დღესსათვის ბაღი შირაზის უნივერსიტეტის საკუთრებაა და საზოგადოებისთვის ღიაა როგორც მუზეუმი, იცავს ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია. 2011 წელს ბაღი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Penelope Hobhouse, Erica Hunningher, Jerry Harpur (2004). Gardens of Persia. Kales Press, 126 გვ.. 
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე