ეპარსე (კუნძული)
ეპარსეს კუნძულები (ფრანგ. Îles Éparses or Îles éparses de l'océan indien) შედგება ოთხი მცირე მარჯნის კუნძულისგან და რამდენიმე ატოლისაგან, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. ტერიტორია წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის მეხუთე რაიონს, 2007 წლიდან.[1]. აქ მუდმივი მოსახლეობა არ სახლობს. სამი კუნძული გლორიოსო, ჟუან-დი-ნოვა და ევროპა, მდებარეობს ბასას-და-ინდიას ატოლში მოზამბიკის სრუტიდან დასავლეთით მადაგასკარის სიახლოვეს, ხოლო მეოთხე კუნძული ტრომელინი მადაგასკარიდან 220 მილით აღმოსავლეთით მდებარეობს. მოზამბიკის სრუტეშივე მდებარეობს ბანს-დე-გესერის რიფიც, რომელიც 1976 წლიდან მადაგასკარის მიერ ანექსირებულია.
ეს კუნძული უკვე კლასიფიცირდება, როგორც ნაკრძალი. ამ კლასიფიცირებას არ მიეკუთვნება ბასას-და-ინდია, რადგანაც აქ არის მეტალურგიური სადგურები, რომლებიც ავტომატიზირებულია. ტრომლინის კუნძულზე მდებარეობს სპეციალური სადგური, საიდანაც ციკლონის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილება ეგზევნება მადაგასკარს, რეუნიონს და მავრიკს. თითოეულ კუნძულს, გარდა ბასას-და-ინდიასა და ბანს დე-გესერი აქვს 1 000 მეტრიანი თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. ეპარსეს კუნძულებზე დავა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფოს შორის.
მიმოხილვა[რედაქტირება]
| ატოლი/კუნძული | სადგური თანამშრომლები |
ფართობი კმ² |
ლაგუნა კმ² |
EEZ კმ² |
კოორდინატები | მდებარეობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| ბანს-დე-გესერი | - | N/A | N/A | N/A |
/ || მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით |
|
| გლორიოსი | 11 | 5 | 29.6 | 48350 |
/ || მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით |
|
| ჟუან-დი-ნოვა | 14 | 4.4 | (1) | 61050 |
/ || მოზამბიკის სრუტის ცენტრში |
|
| ბასას-და-ინდია | - | 0.2 | 79.8 | 123700 |
/ || მოზამბიკის სრუტის სამხრეთით |
|
| ევროპა | 12 | 28 | 9 | 127300 |
/ || მოზამბიკის სრუტის დასავლეთით |
|
| ტრომელინი | 19 | 0.8 | - | 280000 |
/ || ინდოეთის ოკეანის დასავლეთით |
|
| სულ | 56 | 38.6 | 118.4 | 640400 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი (ფრანგულად)
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ http://www.taaf.fr/spip/spip.php?article309 French Southern and Antarctic Lands (TAAF) Official website
სტატიის