ენტონი კარო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაროს "ოცნების ქალაქი", იორკშირის სკულპტურათა ბაღი.

სერ ენტონი კარო (Sir Anthony Caro; *8 მარტი, 1924, ნიუ-მალდენი, ინგლისი) — ინგლისელი აბსტრაქტული სტილის მოქანდაკე, რომელიც ძირითადად "ნაპოვნი" ინდუსტრიული ობიექტების ლითონის კონსტრუქციებზე მუშაობს.

კარომ მოდერნიზმი აღმოაჩინა ჰენრი მურის თანაშემწედ მუშაობისას 1950-იან წლებში. ამერიკელ მოქანდაკე დევიდ სმიტთან შეხვედრის შემდეგ ადრეულ 1960-იან წლებში კარო მის ადრეული ფიგურულ სტილს თავს ანებებს და იწყებს სკულპტურების შექმნას მზა ლითონის ნაწილების კოლექციების შედუღებითა და ჭანჭიკებით აწყობით. აწყობილ, დასრულებულ ნახელავს შემდგომში იგი ერთ მკვეთრ ფერში ღებავდა.

კარო საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარული 1950-იან წლების ბოლოს გახდა. ამ პერიოდში ის ასევე ასწავლიდა სენტ-მარტინის ხელოვნების სკოლაში, ამჟამად სენტ-მერტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი ლონდონში, სადაც შთაგონების წყარო გახდა ბრიტანეთის აბსტრაქტისტ სკულპტორთა მთელი თაობისთვის, რომელთა შორის იყვნენ ბრიუს მაკლინი, ბარი ფლანაგანი, რიჩარდ ლონგი და გილბერტ ენდ ჯორჯი.

მას ხშირად მიაწერენ პირველად ქანდაკებისთვის კვარცხლბეკის გამოცლას, თუმცა სმიტი და ბრინკუში ორივე გაცილებით ადრე იმავე მიმართულებით მოღვაწეობდნენ. კაროს სკულპტურები როგორც წესი საკუთარ თავს ეყრდნობა და პირდაპირ იატაკზე და მიწაზე დევს. ამგვარად ისინი ხსნიან ბარიერს ნამუშევარსა და მაყურებელს შორის, იწვევს რა ამ უკანასკნელს მიუახლოვდეს სკულპტურას და გაეცნოს მას ყველა მხრიდან.

კაროს დაბადების 80 წლისთავის აღსანიშნავად მის ნამუშევართა რეტროსპექტივა მოეწყო ლონდონის ტეიტ მოდერნში 2005 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]