ენტონი გორმლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ჩრდილოეთის ანგელოზი".
"ქვანტური ღრუბელი"

ენტონი მარკ დევიდ გორმლი (Antony Mark David Gormley OBE; *30 აგვისტო, 1950) — ინგლისელი მოქანდაკე. მის საუკეთესო ნამუშევართა შორის არის "Angel of the North" (ჩრდილოეთის ანგელოზი) გეიტსჰედში (1998) და "Another Place" (სხვა ადგილი) კროსბი ბიჩზე ლივერპულთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

შვიდი შვილიდან ყველაზე უმცროსი გორმლი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა ჰამპსტედში, ინგლისი. სწავლობდა ამლფორზ კოლეჯში, იორკშირში. 1968-71 წლებში სწავლობდა ტრინიტი კოლეჯში, კემბრიჯი, სანამ ინდოეთში და შრი-ლანკაში წავიდოდა ბუდიზმის შესასწავლად (1971-74). 1974-დან ლონდონის რამდენიმე კოლეჯში სწავლობდა, და საბოლოოდ ხარისხს სლეიდის ხელოვნების სკოლაში (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი) იღებს, სკულპტურის განხრით 1979 წელს.

მის ნამუშევრებში ძირითადი სუბიექტი ადამიანის სხეულია, რომელთა უმრავლესობაში ის საკუთარ სხეულს იყენებს, როგორც ბაზას ლითონის ჭედვაში. თავად გორმსი მის ნამუშევრებს ახასიათებს როგორც "ადგილის მატერიალიზაციის მცდელობა სხვა კუთხით იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ".

გორმლის მიღებული აქვს ტერნერის პრემია 1994 წელს სკულპტურისთვის "Field" (ველი).

2006 წლის სიდნეის ბიენალეზე წარმოდგენილი იყო გომლის "Asian Field" (აზიური ველი), ინსტალაცია, რომელიც შედგებოდა 180.000 მცირე ზომის თიხის ფიგურისგან, რომელიც 350 ჩინელმა სოფლის მცხოვრებმა გამოძერწა 5 დღეში წითელი თიხის 100 ქვისგან.



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: