ენის წარმოშობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენის წარმოშობაკაცობრიობა უხსოვარი დროიდან დაინტერესდა. როდის და რა პირობებში გაჩნდა ენა, რით აიხსნება მსოფლიოს ენების სიმრავლე, თავდაპირველად რომელი ენა ჩაისახა - ეს ის კითხვებია უძველეს ადამიანს გაუჩნდა, რაზეც მოწმობს მრავალი ხალხის ზეპირსიტყვიერებაში არსებულ მრავალ ლეგენდასა და მითს ენის წარმოშობის შესახებ. ამ უძველესი ხალხური აზროვნების შედეგი აღბეჭდილია მრავალფეროვან ფოლკლორულ გადმოცემებში.

ხალხური გადმოცემები ენის წარმოშობის შესახებ[რედაქტირება]

ესტონური[რედაქტირება]

ერთი ესტონური ზღაპარი მოგვითხრობს, რომ იყო ბრძენი ბერიკაცი, რომელმაც წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე დადგა. წყალი წამოდუღდა და დაიწყო ჩუხჩუხი, სისინი და შიშინი. ამ დროს ბრძენმა მოიხმო დედამიწის ხალხები და ვინც ჩუხჩუხის დროს მოვიდა, იმ ხალხმა ჩრაკრაკა ბგერებით იწყო საუბარი, ვინც სისინის დროს- სისინა ლაპარაკით და ასე შემდეგ. ესტონელები ყველაზე ადრე გამოცხადდნენ ქვაბთან და ამიტომ ამეტყველებულან თვით ბრძენი კაცის ენაზე.

ბერძნული[რედაქტირება]

უძველეს ხანაში ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, არც ქალაქები ჰქონიათ, არც კანონები, არც რამე წეს-წყობილება; ლაპარაკობდნენ საერთო ენით და ემორჩილებოდნენ ერთ ღმერთს-ზევსს. დროთა ვითარებაში ჰერმესმა სხვადასხვა კილოკავი გააჩინა და კაცობრიობა გაყო ხალხებად.

ალათაური ლეგენდა[რედაქტირება]

უხსოვარ დროს ალათაელებს (თურქული ტომი) ჰქონიათ დედამიწის ზურგზე ერთადერთი სიბრძნის წიგნი. ალათაელები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ერთხელ კოკისპირულ წვიმაში მოსულა და ცხენზე აკიდებული ეს დიდი წიგნი სულ დსაველებიათ. მეორე დღეს კაშკაშა მზეზე გაუფენიათ. ერთ-ერთი ძროხა მიპარულა და წიგნი დაუღეჭავს. მას შემდეგ სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებულან.

რას ამბობს ბიბლია[რედაქტირება]

ბიბლიის იმ ადგილას, სადაც მოთხრობილია სამყაროს გაჩენის ამბები. საგნის სახელები ღმერთმა ადამს ამცნო. წიგნის მეორე ნაწილში კი ვგებულობთ რომ, როცა პირველი ადმიანი გაჩნდა , ღმერთმა აჩვენა ყველა საგანი და არსება, ხოლო ადამიანმა მათ სახელები გამოუგონა. ხოლო ასეთ სიმრავლეს ბაბილონის გოდოლის მითით ხსნის: ადამიანებს გადაუწყვეტიათ აეგოთ ბაბილონის გოდოლი, ესე იგი ისეთი მაღალი შენობა, რომელიც ცას მისწვდებოდა. ღმერთს ამ გაზრახვისთვის ხელი შეუშლია და კოშკის მშენებლებისთვის ენა აურევია, სხვადასხვა ენაზე აულაპარაკებია, ისე რომ ერთმანეთის ვერაფერი გაეგოთ. ამგვარად ჩაფუშულა კოშკის მშენებლობის გეგმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]