ენე ერგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენე ერგმა
ენე ერგმა
ესტონეთის პარლამენტის მე-14 თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 აპრილი, 2007
პრეზიდენტი  ტოომას ილვესი
წინამორბედიტოომას ბარეკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მარტი, 2003 – 26 მარტი, 2006
წინამორბედიტოომას სავი
მემკვიდრეტოომას ბარეკი

დაბადებული29 თებერვალი, 1944
რაკვერე, ესტონეთის სსრ

ენე ერგმა (ესტ. Ene Ergma; დ. 29 თებერვალი, 1944, რაკვერე, ესტონეთის სსრ) — ესტონელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) ასტროფიზიკოსი და პოლიტიკოსი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე 2003-2006 წწ. და 2007 წლიდან. ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ენე ერგმამ 1962 წელს დაამთავრა ვილიანდის საშუალო სკოლა, ხოლო 1962-1964 წწ. სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1969 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ასტროფიზიკური განხრით.

2002 წელს გახდა პარტია Res Publica-ს წევრი, 2003 წელს გახდა მეათე მოწვევის რიიგიკოგუს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]