ენერგია (რაკეტა-მატარებელი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ენერგია“

ენერგია“ (რუს. Энергия) იყო საბჭოთა რაკეტა-მატარებელი შექმნილი კოროლიოვის სახელობის რაკეტულ-კოსმოსური კორპორაციის „ენერგიის“ მიერ კოსმოსში მძიმე ტვირთების (მათ შორის საბჭოთა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის „ბურანის“) გასატანად. მას შეეძლო 100 ტონა ტვირთის გატანა ორბიტაზე, თუმცა მის მოდერნიზირებულ ვარიანტს (რომელიც არასოდეს არ აუგიათ) შეეძლო უფრო მეტი ტვირთის გატანა ვიდრე აშშ-ის რაკეტა-მატარებელს სატურნ V.

ისტორია[რედაქტირება]

ენერგია პირველად 1987 წლის 15 მაისს გაუშვეს „პოლუსის“ ტიპის თანამგზავრთან ერთად. თვითონ რაკეტამ უნაკლოდ იმუშავა, მაგრამ თანამგზავრმა ორბიტას ვერ მიაღწია მისი სტაბილიზაციის მოწყობილობების გაუმართაობის გამო. „ენერგიის“ მეორე (და უკანასკნელი) წარმატებული გაფრენა განხორციელდა 1988 წლის 15 ნოემბერს, როცა მან ობიტაზე გაიტანა საბჭოთა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი „ბურანი“ უპილოტო რეჟიმში.

„ენერგია-ბურანის“ კომპლექსის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო 1976 წელს მას მერე რაც უიღბლო ნ1 პროგრამა გაუქმდა. ნ-1 ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდა „ენერგიის“ შესაქმნელად . „ენერგიამ“ ასევე შეცვალა „ვულკანის“ პროექტი რომელსაც საფუძვლად უნდა გამოეყენებინა რაკეტა-მატარებელი „პროტონი“ იგივე ჰიპერგოლური და შხამიანი საწვავით. სახელწოდება „ვულკანი“ მოგვიანებით მიენიჭა „ენერგიის“ ერთ-ერთ ნაირსახეობას რომელსაც რვა ამაჩქარებელი უნდა გამოეყენებინა და რომელიც თავად „ენერგიაზე“ ბევრად მძლავრი იქნებოდა.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: