ენდრუ ჰაქსლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაქსლი, ენდრუ ფილდინგ

ენდრუ ფილდინგ ჰაქსლი (დ. 22 ნოემბერი, 1917, ლონდონი), ინგლისელი ფიზიოლოგი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1955). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1938). 1960-იდან ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფიზიოლოგიური განყოფილების პროფესორი. შექმნა კუნთის შეკუმშვის თეორია, აღწერა მიოფიბრილების ნატიფი სტრუქტურა, აღმოაჩინა, რომ შეკუმშვის დროს ხდება მიოფიბრილის წარმომშობი აქტინისა და მიოზინის ძაფების სრიალი და დაახლოება. გამოიკვლია ნერვული ბოჭკოების სინაფსები და ნერვული იმპულსის გადაცემისას ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებები, ნერვულ სისტემაში აგზნების და შეკავების იონური მექანიზმები. ნობელის პრემია (1963, ა. ლ. ჰოჯკინსა და ჯ. კ. ეკლზთან).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 609, თბ., 1987