ვიკიპედიიდან
ენდრონიკა (Galium), ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების, ზოგჯერ ბუჩქბალახების გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი პატარა ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედებად. ნაყოფი ორთესლიანი კაკლუჭაა. ენდრონიკა ევრაზიური გვარია. აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 28 სახეობა. იზრდება მდელოებზე, ველობებზე, ტყეებში, წყალსატევების ნაპირებზე, ზოგიერთი (Galium grusinum) მთის ქსეროფიტების კომპონენტია. ბევრი სახეობა თაფლოვანია და სამკურნალო თვისებები აქვს, ზოგი საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.
- ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 154, თბ., 1979