ენასოკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენასოკო
Clavariadelphus ligula 060922b.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი: საჩეჩელა სოკოები
სახეობა: ენასოკო
ლათინური სახელი
Clavariadelphus ligula

ენასოკო (ლათ. Clavariadelphus ligula) — სახეობა საჩეჩელა სოკოების ოჯახისა. აქვს ენისებრი ან ქინძითავისებრი 3-8 სმ სიმაღლის და 5-10 მმ დიამეტრი, ზოგჯერ უფრო მცირე ზომის ნაყოფსხეული, რომელიც ძირისკენ წვრილდება და ძირში ქეჩისებურად არის შებუსული; მყიფეა, ჯერ კრემისფერი, შემდეგ მოყვითალო-ნარინჯისფერი და ბოლოს მონაცისფრო. იზრდება ერთეულ ეგზემპლარებად ან პატარა ჯგუფებად წიწვოვან, იშვიათად ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულსა და შემოდგომაზე. საჭმელად იხმარება ახალი. მისი მსგავსია მეორე სახეობა — Clavariadelphus pistillaris, რომელიც უფრო დიდი ზომისაა და ძირი შებუსვილი არა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]