ემილ ჰარტმანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან პეტერ ემილ ჰარტმანი

იოჰან პეტერ ემილ ჰარტმანი (დ. 14 მაისი,1805, კოპენჰაგენი — გ. 10 მარტი, 1900, იქვე), დანიელი კომპოზიტორი. სწავლობდა მამამისთან - ავგუსტ ვილჰელმ ჰარტმანთან, რომელიც კოპენჰაგენის გარნიზონის ეკლესიის ორგანისტი იყო. 1817-1843 ჰარტმანი ამ ეკლესიაში მუშაობდა, 1824-იდან შეცვალა მამამისი. 1843-იდან სიცოცხლის ბოლომდე კოპენჰაგენის ღვთისმშობლის ეკლესიის ორგანისტი იყო. ჰარტმანი ერთ-ერთი ფუძემდებელია (ნ. გადესთან ერთად) სამუსიკო გაერთიანებისა (1839-იდან მისი პრეზიდენტი). ხელმძღვანელობდა და დირიჟორობდა სტუდენტურ საგუნდო კავშირს (1868-1900), იყო კონსერვატორიის დირექტორი (მისი დაარსებიდან - 1867-მდე). ჰარტმანი დანიური მუსიკის რომანტიზმის პირველი წარმომადგენელია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 605, თბ., 1985



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე