ემანუელ რივა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემანუელ რივა
Emmanuelle Riva Cannes 2012.jpg
ემანუელ რივა 2012 წელს
დაბ. სახელი პოლეტ ჟერმენა რივა
დაბ. ადგილი შენიმენი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 24 თებერვალი 1927
საქმიანობა მსახიობი
პოეტი
წლები 1952-დღემდე
BAFTA
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
2012 — სიყვარული
სეზარი
საუკეთესო მსახიობი ქალი
2012 — სიყვარული
სხვა ჯილდოები
ვოლპის თასი
1962 — ტერეზა დესკეირუ

ემანუელ რივა (ფრანგ. Emmanuelle Riva; დ. 24 თებერვალი 1927) — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი. 2013 წელს მოიპოვა BAFTAს და სეზარის ჯილდოები შესრულებული როლისთვის ფილმში „სიყვარული“. კინოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომინანტია ოსკარის პრემიაზე.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა შენიმენიში, ჟანა და ალფრედო რივას ოჯახში. მისი პაპა მამის მხრიდან წარმოშობით იტალიელი იყო. რივამ თავისი სამსახიობო კარიერა ქალაქ პარიზში დაიწყო. 1950-იანი წლებში როლებს ღებულობდა თეატრში, ხოლო 1957 წლიდან — კინოში იღებენ. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „ლეონ მორენი, მღვდელი“ (1961), „სიყვარული“ (2012).

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1962 ტერეზა დესკეირუ Thérèse Desqueyroux ტერეზა დესკეირუ
1993 სამი ფერი: ლურჯი Trois couleurs: Bleu მადამ ვინიონი
2012 სიყვარული Amour ანა ლორენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Youngest v oldest actress vie for Oscar as Lincoln leads the pack. The Times. წაკითხვის თარიღი: 2013-01-10.
  2. Quvenzhané Wallis v Emmanuelle Riva: Best actress Oscar contested by oldest and youngest ever nominees. The Independent. წაკითხვის თარიღი: 2013-01-10.