ელ-ტიგრე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
ელ-ტიგრე
El Tigre
|
ელ-ტიგრე (ესპ. El Tigre) — ქალაქი აღმოსავლეთ ვენესუელაში, ანსოატეგის შტატში. წარმოადგენს სიმონ-როდრიგესის მუნიციპალიტეტის ცენტრს. მდებარეობს შტატის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ორინოკოსა და კარიბის ზღვას შორის, ზღვის დონიდან 285 მეტრზე. ქალაქს კვეთს მდინარე ტიგრე. საშუალო წლიური ტემპერატურა 26,5°C-ია, ნალექების რაოდენობა 1 200 მმ. ვენესუელის მოსახლეობის 2001 წლის აღწერის მიხედვით, ელ-ტიგრეს მოსახლეობა 147 800 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი დაარსდა 1933 წლის 3 თებერვალს, როდესაც ნავთობკომპანიებმა აქ ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ორინოკოს ნავთობის სარტყელი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მარაგებს მოიცავს, ელ-ტიგრე ვენესუელის უმნიშვნელოვანესი ქალაქი ხდება. ამავე მიზეზით, ქალაქის ზრდა დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Ciudad El Tigre su Gente Guía de la Zona
- Guanipaweb Sus Pueblos y su Gente Guía de la Zona
- Guanipanoticias todo el tiempo sobre la región sur de Anzoátegui
- Tigrevision
- Diario Antorcha
- Descubriendo la Ciudad de El Tigre