ელ-აღეილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ელ-აღეილა
არაბ. العقيلة
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი კირენაიკა
რაიონი ელ-ვახატი
კოორდინატები 30°16′00″ ჩ. გ. 19°12′00″ ა. გ. / 30.26667° ჩ. გ. 19.20000° ა. გ. / 30.26667; 19.20000
ცენტრის სიმაღლე 32 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+2
ელ-აღეილა — ლიბია
ელ-აღეილა

ელ-აღეილა (არაბ. العقيلة) — სანაპირო ქალაქი ლიბიაში, სიდრის ყურესთან, კირენაიკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში. 1988 წელს მიეკუთვნა აჯდაბიის რაიონს, 1995-2001 წლებში რაიონის სახელი უცნობია,[1] 2001 წელს კი კვლავ აჯდაბიას შეუერთდა. 2007 წელს, გადავიდა უფრო ფართო, ელ-ვახატის რაიონში.

ელ-აღეილა უფრო უკეთ ცნობილია მის ტერიტორიაზე მიდმინარე ბრძოლებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი გაშენებულია რომაელთა თავდაცვით ქალაქ ანაბუკისისა[2] და მის ბერძნულ წინამორბედ აუტომალის ადგილზე.[3]

იტალიური ოკუპაციის დროს ელ-აღეილა ბედუინთა საკონცენტრაციო ბანაკი იყო, სადაც სიცოცხლეს ათასობით ბედუინი გამოასალმეს.[4]

ლიბიის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, მარტის დასაწყისში ქალაქი კადაფის მოწინააღმდეგე ძალებმა აიღეს, თუმცა ამავე თვის შუა რიცხვებში იგი კვლავ დაიბრუნეს კადაფის მომხრეებმა. მარტის ბოლოს კვლავ ეროვნულმა გარდამავალმა საბჭომ აიღო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "الشعبيات بالجماهيرية" ("Districts of Libya") Website of the General People's Committee of Libya, from WebArchive dated 30 August 2006
  2. Goodchild, R. G. (1951) "Boreum of Cyrenaica" The Journal of Roman Studies 41(1/2): pp. 11-16, p. 11
  3. The site of Automala was found on a small promontory opposite the island of Bu Sceefa, a few kilometers west of el-Agheila. p. 16 of Goodchild, R. G. (1951) "Boreum of Cyrenaica" The Journal of Roman Studies 41(1/2): pp. 11-16
  4. Ham, Anthony (2002). East of Tripoli - Medinat Sultan to Ajdabiyya: Al-'Aghela. London: Lonely Planet, გვ. 154. ISBN 0864426992.