ელფი (ჯგუფი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელფი
Elf
ბიოგრაფია
ჟანრ(ებ)ი ბლუზ-როკი, ჰარდ როკი
აქტიური 1967-1975
ასოციაციები რეინბოუ, The Rods, დიო

ელფი (ELF) — ამერიკული ბლუზ როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს მომღერალ რონი ჯეიმზ დიოს მიერ. ჯგუფში მუსიკოსთა თვდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: კლავიშებზე დუგ ტალერი (Doug Thaler), დასარტყმელი საკრავები გარი დრისქოლი (Gary Driscoll), გიტარებზე კი ნიკ პანტასი (Nick Pantas) და დევიდ ფაინსტაინი (David Feinstein) თავდაპირველად ჯგუფის სახელი იყო ელექტრონული ელფები, მაგრამ ჯერ შემოკლდა სახელამდე ელფები, ბოლოს კი უბრალოდ სახელი ელფი შემორჩა. ელფი დაიშალა 1975 წელს, ამ დროის განმავლობაში გუნდმა 3 ალბომის ჩაწერა მოახერხა.

ისტორია[რედაქტირება]

1970 წელს ჯგუფის წევრები ავტოკატასტროფაში მოხვდნენ, რამაც გიტარისტ ნიკ პანსტასის სიცოცხლე შეიწირა, ჯგუფმა გადაწყვიტა ის არ შეეცვალათ და ერთით ნაკლები გიტარისტით გაეგრძელებინათ დაკვრა. გამოკეთებულმა დუგ ტაილერმა მალე ჯგუფი დატოვა და მის მაგივრად ჯგუფს ახალი სახე შეემატა მიკი ლი სოულის სახით.

ელფის ამავე დასახელების სადებიუტო ალმობის პროდიუსერები ჯგუფ Deep Purple-ის წევრები როჯერ გლოვერი და იენ პეისი იყვნენ. შემდგომი რამდენიმე წელი ჯგუფი დიდ წარმატებით ხსნიდა Deep Purple-ის კონცერტებს.

თავდაპირველად რონი დიო ერთდროულად ვოკალისტისობასა და ბასზე დაკვრას უთავსებდა ერთმანეთს, მაგრამ მოგვიანებით 1973 წელს ჯგუფში ბასისტად ქრეიგ გრაბერი (Craig Gruber) მიიღეს . იმავე წელს ფაინსტაინმა ჯგუფი დატოვა და ის სტივ ედუარდსმა (Steve Edwards) შეცვალა. წასულმა ფაინსტაინმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელმაც დაშლამდე მხოლოდ მცირე წარმატება ნახა. ამის შემდგომ ის 2004 წლამდე არ დაბრუნებულა მუსიკის ინდუსტრიაში და მხოლოდ 2004 წელს გამოუშვა მძიმე მეტალის ალბომი მესამე სურვილი Third Wish მანოვარის სახელით. (აღსანიშნავი ფაქტია რომ ფაინსტაინი და დიო ბიძაშვილები არიან)

1974 წელს გლოვერმა დიოს შესთავაზა მის სოლო ალბომში The Butterfly Ball and the Grasshopper Feast ვოკალისტი ყოფილიყო. დიოს მდიდარმა და ძლიერმა ხმამ გიტარისტ რიჩი ბლექმორის ყურადღება მიიქცია, რომელიც მუსიკოსებს ეძებდა საკუთარი სოლო ალბომის ჩასაწერად. მან გადაწყვიტა ამისათვის ელფი გამოეყენებინა და ასე ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფი რიჩი ბლექმორის რეინბოუ, რომლის სახელიც შემდგომ უბრალოდ რეინბოუ-მდე შემოკლდა. პირველი ალბომის ჩაწერის შემდგომ ბელქმორის მიერ ყველა წევრი დიოს გარდა შეცვლილი იქნა, რამაც ელფის საბოლოო დაშლა გამოიწვია.

ელფის წევრები
1967-1970
  • რონი ჯეიმზ დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი/ბასი
  • ნიკ პანტასი (Nick Pantas) - გიტარა
  • დევიდ ფაინსტაინი (David Feinstein) - გიტარა
  • დუგ ტაილერი (Doug Thaler) - კლავიშები
  • გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
1970-1973
  • რონი ჯეიმზ დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი/ბასი
  • ნიკ პანტასი (Nick Pantas) - გიტარა
  • მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
  • გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
1973-1975
  • რონი ჯეიმზ დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი
  • სტივ ედუარდსი (Steve Edwards) - გიტარა
  • ქრეიგ გრუბერი (Craig Gruber) - ბას გიტარა
  • მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
  • გერი დრისქოლი (Gary Driscoll) - დრამები
იანვარი-თებერვალი 1975
  • რონი ჯეიმზ დიო (Ronnie James Dio) - ვოკალი
  • სტივ ედუარდსი (Steve Edwards) - გიტარა
  • ქრეიგ გრუბერი (Craig Gruber) - ბას გიტარა
  • მიკი ლი სოული (Micky Lee Soule) - კლავიშები
  • მარკ ნოსიფი (Mark Nauseef)/გერი დრისქოლი (Gary Driscoll)- დრამები

1979 წელს დიომ დატოვა რეინბოუ და ბლექ საბათში გააგრძელა ვოკალისტობა, შემდგომში კი საკუთარი მძიმე მეტალის ჯგუფი დიო ჩამოაყალიბა, რომელიც მის გარდაცვალებამდე დიდი წარმატებებით სარგებლობდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]