ელისავეტა ბაგრიანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისავეტა ბაგრიანა

ელისავეტა ბაგრიანა (ბულგ. Елисавета Багряна; ნამდვილი გვარი ბელჩევა; (დ. 29 აპრილი, 1893, სოფია — გ. 23 მარტი, 1991, სოფია) — ბულგარელი პოეტი. დიმიტროვის პრემისს ლაურეატი (1950) და კულტურის სახლის მოღვაწე. ავტორია ლექსთა კრებულებისა „მარადიული და წმინდა“ (1927), „მეზღვაურების ვარსკვლავი“ (1932), „ადამიანის გული“ (1936). მისი პოეზიის მთავარი ლირიკული გმირია სიყვარულისათვის მეოცნებე ქალი, რომელსაც მდაბალი, მეშჩანური გარემო უხუთავს სულს და მისგან განთავისუფლება სწადია. ბაგრიანას ლექსი გამოირჩევა განცდათა სიღრმითა და უშუალობით, პოეტური სტილის კონკრეტულობითა და ორიგინალობით. 1944 წლიდან, ბულგარეთის განთავისუფლების შემდეგ, ბაგრიანას პოეზიაში დამკვიდრდა ახალი ცხოვრების მოტივები და იდეალები.

ლიტერატურა[რედაქტირება]