ელისაბედ ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისაბედ ქავთარაძე
დაბადების თარიღი 22 ივლისი, 1905(1905-07-22)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1988
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და დისიდენტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძე (დ. 22 ივლისი, 1905, თბილისი, — გ. 1988, იქვე) — ქართველი მწერალი, საბჭოთა პერიოდის დისიდენტი.

დაიბადა ცნობილი სოციალისტ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და გაწევრიანდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში, რომელიც უკვე იატაკქვეშეთში იყო გადასული. 1928 წელს დააპატიმრეს სოხუმში ანტი-საბჭოთა საქმიანობის ბრალდებით; ჯერ მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1929 წელს კი რუსეთში, ტომსკის ოლქში გადაასახლეს. თბილისში 1936 წელს დაბრუნდა, მაგრამ 1940 წელს კვლავ დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში სულ 28 წელი გაატარა. 1956 წელს სამშობლოში დაბრუნდა და რეაბილიტაცია მიიღო. 1987 წელს აირჩიეს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრად. ავტორია თხზულებებისა: „არა ცოდნითა ერთითა“, „ყბაახვეული ქალი“, „ნაადრევი ოცნება“, „რატომ ჩვენს დაუკითხავად“, „ბებოს ბარათი“, „უმისამართო ბარათი“ და სხვ.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]