ელიელ საარინენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰელსინკის რკინიგზის სადგური

გოტლიბ ელიელ საარინენი (Gottlieb Eliel Saarinen; დ. 20 აგვისტო, 1873 — გ. 1 ივლისი, 1950) — ფინელი არქიტექტორი, რომელმაც სახელი არტ-ნუვოს სტილის შენობებით გაითქვა მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

განათლება ჰელსინკიში მიიღო. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, 1900 წლის მსოფლიო გამოფენის ფინური პავილიონი სტილისტურ გავლენათა არაორდინალური შერწყმა გამოდგა, მასში გაერთაინდა ფინური ხის არქიტექტურა, ბრიტანული გოთური აღორძინება და იუგენდსტილი. საარინენის ადრეულ მანერას მოგვიანებით ფინური ეროვნული რომანტიციზი უწოედეს, რამაც კულმინაციას ჰელსინკის რკინიგზის სადგურის პროექტში ჰპოვა (1910-14). მასვე ეკუთვნის მარკას ბანკნოტების დიზაინი, რომელიც 1922 წელს შევიდა ბრუნვაში.

საარინენი 1923 წელს აშშ-ში გადადის ჩიკაგოში ტრიბუნის ტაუერისთვის კონკურსში წარმატების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა და მისი პროექტი ჩიკაგოში არ აშენებულა, ეს დიზაინი სრულად განხორციელდა გალფ-ბილდინგში, ჰიუსტონში, ტეხასი. საარინენი მას შემდეგ პროფესიულ და აკადემიურ კარიერს მიჩიგანში აგრძელებს.

1925 წელს ჯორჯ გაფ ბუზმა მას კრენბრუკის საგანმანათლებლო საზოგადოების კამპუსის დაპროექტება სთხოვა, რომელიც ბაუჰაუზის ამერიკული ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო. საარინენი აქ ასწავლიდა და შემდგომში, 1932 წელს, კრენბრუკის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი გახდა. მის სტუდენტთა შორის იყვნენ რეი კაიზერი და ჩარლზ იმსი.

შემდგომში ის მიჩიგანის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი ხდება; ამჟამად მიჩიგანის არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების კოლეჯი მის სახელს ატარებს.

საარინენის ვაჟი, ეერო (1910-1961), მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი ხდება საერთაშორისო სტილში.