ელიას კოტეასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიას კოტეასი
Elias Koteas
Elias Koteas.jpg
კოტეასი 2010 წელს
დაბ. სახელი ელიას კოტეასი
დაბ. ადგილი მონრეალი, კანადა
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1961
საქმიანობა მსახიობი
წლები 1985–დღემდე

ელიას კოტეასი (ინგლ. Elias Koteas; დ. 11 მარტი, 1961) — კანადელი მსახიობი. წარმოშობით ბერძენი.[1] განსაკუთრებით ცნობილია კინოში შესრულებული როლებით: „წინასწარმეტყველება“, „დაცემული ანგელოზი“ და „კუ ნინძები“.

დაიბადა ქალაქ მონრეალში (კვებეკი, კანადა), მამამისის კანადის ეროვნული რკინიგზის მექანიკოსის და დედამისის ქალის ქუდების მკერავის ოჯახში.[2] კოტეასი სწავლობდა ვანიერის კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1983 წელს. სწავლის პერიოდში, კერძოდ 1981 წელს, კოტეასი ესწრებოდა ამერიკის აკადემიური ხელოვნების დრამატულ სამსახიობო სკოლას. ელენ ბერსტინისა და პიტერ მასტერსონის ხელმძღვანელობით დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას.

იგი სამჯერ (1989, 1994 და 2002 წლებში) იყო ნომინირებული ჯინის კინოპრემიაზე. 2009 წელს შესრულებული როლისთვის „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ მიენიჭა კინომსახიობთა გილდიის ჯილდო. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ცნობილ კინორეჟისორებთან: ფრენსის ფორდ კოპოლასთან, ტერენს მალიკთან, მარტინ სკორსეზესთან, დევიდ ფინჩერთან და სხვებთან.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1985 ჯადოსნური შობა One Magic Christmas
1987 ქვების ბაღი Gardens of Stone
1988 ტაკერი: ადამიანი და მისი ოცნება Tucker: The Man and His Dream
1988 ონასისი – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Onassis: The Richest Man in the World
1988 მთლიანი მთვარე ცისფერ წყალში Full Moon in Blue Water
1989 მეგობრები, საყვარლები და მთვარეულები Friends, Lovers & Lunatics
1989 მალარეკი Malarek
1989 წითელი სისხლი Blood Red
1990 კუ-ნინძები Teenage Mutant Ninja Turtles
1990 ქუჩის ოცნებები Backstreet Dreams
1990 სასოწარკვეთილების საათები Desperate Hours
1990 ვინ იფიქრებდა ამას 2 Look Who's Talking Too
1990 თითქმის ანგელოზი Almost an Angel
1991 სადაზღვევო აგენტი The Adjuster
1992 სურვილის ჯაჭვი Chain of Desire
1993 კუ-ნინძები 3 Teenage Mutant Ninja Turtles III
1993 კიბორგი 2 Cyborg 2
1994 ეგზოტიკა Exotica
1994 კამილა Camilla
1995 წინასწარმეტყველება The Prophecy
1996 ავტოკატასტროფა Crash
1997 კონტაქტი Contact
1997 გატაკა Gattaca
1998 დაცემული ანგელოზი Fallen
1998 ნიჭიერი მოსწავლე Apt Pupil
1998 ხმამაღალი ცხოვრება Living Out Loud
1998 წვრილი წითელი ხაზი The Thin Red Line
2000 ცეკვა ცისფერ იგუანაში Dancing at the Blue Iguana
2000 ჰარისონის გადარჩენა Harrison's Flowers
2000 დაკარგული სულები Lost Souls
2001 ნოვოკაინი Novocaine
2001 გასროლა გულში Shot in the Heart
2002 ზარალის ანაზღაურება Collateral Damage
2002 არარატი Ararat
2002 სოპრანოს კლანი The Sopranos
2002 სიმონა S1m0ne
2004 ტრაფიკი Traffic
2005 ტრიუმფი The Greatest Game Ever Played
2005 შესამჩნევი სიცარიელე The Big Empty
2006 ექიმი ჰაუსი House
2006 რწმენა Conviction
2007 მგლები – მაქციები Skinwalkers
2007 ზოდიაქო Zodiac
2007 მსროლელი Shooter
2007 გოგონა პარკში The Girl in the Park
2008 ორი საყვარელი Two Lovers
2008 ბნელეთის ქუჩები Dark Streets
2008 ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია The Curious Case of Benjamin Button
2009 მისტიკა კონექტიკუტში The Haunting in Connecticut
2009 მეოთხე სახეობა The Fourth Kind
2009 ჩემი სასიყვარულო სიმღერა My Own Love Song
2009 დამცველი Defendor
2009 მე წვიმასთან ერთად მოვდივარ I Come with the Rain
2009 მკვლელი ჩემში The Killer Inside Me
2010 შეშლილთა კუნძული Shutter Island
2010 შემომიშვი. საგა Let Me In
2011 ოცნების სახლი Dream House
2011 ჰაროლდისა და კუმარის მაგარი შობა A Very Harold & Kumar 3D Christmas
2011 ვინი Winnie
2011 კამათელი Die
2011 სამხედრო ჰოსპიტალი Combat Hospital

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]