ელექტრული ლოქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელექტრული ლოქო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Malapterurus electricus

ელექტრული ლოქო (ლათ. Malapterurus electricus) — თევზი ლოქოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მდინარე ნილოსსა და დასავლეთ აფრიკის მდინარეებში. სხეულის სიგრძე 30-50, იშვიათად 100 სმ აღწევს. აქვს პატარა თვალები, ვიწრო ლაყუჩის ნაპრალები, ელექტრული ორგანოები, რომლებიც 360 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება პატარა თევზებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]