ელექტრული ინდუქცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკაში ელექტრული ინდუქცია (ელექტრული წანაცვლება, როგორც წესი აღინიშნება D სიმბოლოთი) არის ვექტორული სიდიდე, რომელიც ტოლია ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორისა და პოლარიზაციის ვექტორის ჯამისა

SI სისტემაში

\mathbf D = \epsilon_0 \mathbf E + \mathbf P.

გაუსის ერთეულთა სისტემაში

\mathbf D = \mathbf E + 4\pi \mathbf P.

SI სისტემაში ელექტრული ინდუქციის ერთეული არის კულონი მ²-ზე (L-2TI).

ძირითადი განტოლებები[რედაქტირება]

გაუსის ერთეულთა სისტემაში ინდუქციის ვექტორის ძირითად განტოლებებს აქვს სახე (მაქსველის განტოლებების მეორე წყვილი)

\mathrm{div}\, \mathbf D = 4\pi \rho
\mathrm{rot}\, \mathbf H = {4\pi \over c}\mathbf j + {1\over c}\frac{\partial \mathbf D}{\partial t}

სადაც \rho არის თავისუფალი მუხტის სიმკვრივე, ხოლო \mathbf j არის თავისუფალი მუხტების დენის სიმკვრივე. ასეთი სახით განსაზღვრული \mathbf D ველის შემოღება საშუალებას იძლევა გამოირიცხოს მაქსველის განტოლებებიდან უცნობი მოლეკულური დენები და პოლარიზაციული მუხტები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]