ელექტრომატარებელი EN57

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელექტრომატარებელი EN57 არის პოლონური წარმოების სამვაგონიანი ელექტრომატარებელი, რომელსაც უშვებდა Pafawag Wrocław. სულ 1963-1993 წლების განმავლობაში გამოშვებულ იქნა 1400-ზე მეტი ერთეული. ამ ტიპის მატარებლები ექსპლუატაციაში იყო პოლონეთში, იუგოსლავიასა და სლოვაკეთში. ამჟამად პოლონეთსა და იუგოსლავიაში ექსპლუატაციაშია ამ მატარებლის მოდერნიზებული შემადგენლობები. ელექტრომატარებლებს ევროკავშირის დაფინანსებით მოდერნიზაცია უტარდება 2007 წლიდან. მოდერნიზაციისას ვაგონებს ეცვლება სალონი, სამართავი კაბინა, კაბინის ნიღაბი, ელექტროაღჭურვილობა (ნაწილობრივ). მოდერნიზაციის შემდგომ მატარებლებს ენიჭებათ ახალი დასახელება: 14WE (ელექტრომატარებელი EN61).