ელეფანტის გამოქვაბულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეფანტის გამოქვაბულები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 18°57′30″ ჩ. გ. 72°55′50″ ა. გ. / 18.95833° ჩ. გ. 72.93056° ა. გ. / 18.95833; 72.93056
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 244
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 244
ინგლ.რუს.ფრ.

ელეფანტის გამოქვაბულები (მარათჰ. घारापुरीची लेणी) — გამოქვაბულთა კომპლექსი ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში. მდებარეობს მუმბაის უბეში, კუნძულ ელეფანტაზე, ქალაქ მუმბაიდან 10 კმ-ით აღმოსავლეთით. გამოქვაბულთა კომპლექსი შედგება ორი ჯგუფისაგან - პირველი, ინდუისტური ხუთი გამოქვაბულისგან შემგარი დიდი ჯგუფი და მეორე, ბუდისტური ორი გამოქვაბულისგან შმედგარი პატარა ჯგუფი. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას - შივაიზმს ეკუთვნის.[1][2]

ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ. წ. V-VIII საუკუნეებს განეკუთვნება, თუმცა მათი შექმნის თარიღი დღემდე საკამათოა. გამოქვაბულები ბაზალტურ კლდეშია გამოთხრილი. ერთ დროს ყველა მათგანი მოხატული ყოფილა, მაგრამ დღეს მისი მხოლოდ ნაკვალევებიღაა შემორჩენილი.

კუნძულს ადგილობრივები ჩარაპურის იწოდებდნენ და წარმოადგენდა ინდუიზმისათვის წმინდა ადგილს, სანამ აქ 1534 წელს პორტუგალიელები არ მოვიდნენ. პორტუგალიელებმა კუნძულს ელეფანტა (სპილო) უწოდეს, როდესაც გიგანტური, სპილოსთავიანი ქანდაკება დაინახეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება. მრავალწლიანი უყურადღებობის შემდეგ, 1970-იან წლებში გამოქვაბულებს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ხოლო უკვე 1987 წელს ისინი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elephanta Caves (pdf). Unesco. ციტირების თარიღი: 2010-02-10.
  2. Elephanta Caves. World Heritage: Unesco.org. ციტირების თარიღი: 2010-02-10.