ელენე ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბატონიშვილი ელენე ბაგრატიონი (დ. 1753 — გ. 17 ივნისი, 1786) — მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ასული.

ელენესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავად ზაქარია ანდრონიკაშვილს, მაგრამ 1770 წელს ერეკლემ ქალიშვილი იმერთა მეფის სოლომონ I-ის ძმას არჩილს მიათხოვა. წყვილს შეეძინა ვაჟი დავითი, იმერეთის მომავალი მეფე სოლომონ II-ის სახელით და ორი ქალიშვილი — ბარბარე და მაია. 1775 წელს არჩილი გარდაიცვალა და 1785 წელს ელენე რუსეთიდან დაბრუნებულ ზაქარია ანდრონიკაშვილს მისთხოვდა. 1786 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ხორეშანი (მომავალში პოეტ გრიგოლ ორბელიანის დედა); ელენე კი ამ მშობიარობას გადაჰყვა.[1][2][3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი დ. „ბატონიშვილი ელენე ერეკლეს ასული ბაგრატიონი და მისი შთამომავლები“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 11-17 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1996) რედ. დუმინი, ს.ვ..: Дворянские роды Российской империи. Том 3. Князья (Russian). Moscow: Linkominvest, გვ. 71. 
  2. (1980) რედ. Montgomery, Hugh: Burke's Royal Families of the World, Volume 2. London: Burke's Peerage, გვ. 67. ISBN 0850110297. 
  3. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).