ელეკტრონიკა ბკ
ვიკიპედიიდან
ელეკტრონიკა ბკ (რუს. Электроника БК) — საბჭოთა სახლის კომპიუტერების სერია სავაჭრო ნიშნით "ელეკტრონიკა". ეფუძნებოდა К1801ВМ1 (11/03 LSI-11-ის საბჭოთა კლონი) პროცესორს და რამდენიმე მოდიფიკაციით იყო ხელმისაწვდომი.
ბკ (БК) არის რუსული აბრევიატურა: Бытовой Компьютер - საყოფაცხოვრებო კომპიუტერი.
ყველა მოდელს ჰქონდა ერთი თავისუფალი Q-Bus სლოტი და ერთი პარალელური პორტი პერიფერიული მოწყობილობის (ალბათ, პრინტერი და მაუსი) მისაერთებლად.
90 წლების დასაწყისში, ქართველმა ენთუზიასტებმა შექმნეს ალტერნატიული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც რუსული სიმბოლოები შეცვლილი იყო ქართულებით.

