ეკონომიკური ეფექტიანობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკონომიკური ეფექტიანობა — წარმოების (ან მომსახურების) პროცესის სასარგებლო შედეგის (ეფექტის) შეფარდება გაწეულ ხარჯებთან (ან გამოყენებულ რესურსებთან). ეფექტიანობის საკითხს მრავალი მეცნიერული დისციპლინა შეისწავლის და მათ შორის ეკონომიკური ეფექტიანობა მრავალი ავტორის დაკვირვების საგანია, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციებით მოიცემა. ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, მომსახურების სხვა სფეროებში, შესაბამისად, გარკვეულ გაანგარიშებით სირთულეებთან გვაქვს საქმე ეფექტიანობის კრებსითი მაჩვენებლების განსაზღვრისას. ეფექტიანობის საკითხებზე (ზოგადთეორიული, დარგობრივ-მიკროეკონომიკური, ფინანსური და ეკონომიკურ-მათემატიკური ასპექტები) გამოქვეყნებულია ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების (ავთანდილ გუნია, ვლადიმერ პაპავა, ლეო ჩიქავა, ავთანდილ სილაგაძე, ნოდარ ხადური, რამაზ აბესაძე, ნოდარ ჭითანავა, მიხეილ ჯიბუტი, ელგუჯა მექვაბიშვილი, იაკობ მესხია, იური ანანიაშვილი, როლანდ სარჩიმელია, ნიკოლოზ ბაკაშვილი, სლავა ფეტელავა, ლოიდ ქარჩავა, გიორგი შიხაშვილი, დავით ჩლაიძე და სხვ) შრომები.

იტალიელი ეკონომისტის — ვილფრედო პარეტოს მიხედვით, იდეალიზებულ ვარიანტში ეფექტიანია წარმოების შესაძლებლობათა გრაფიკის მხოლოდ ზღვრული სარგებლიანობის სიტუაციები[1]. ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხზე ევროკომისიის ექსპერტთა მეთოდოლოგიის სრულყოფის საფუძველზე, ქართველი ეკონომისტი — რევაზ ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ეკონომიკაში ზღვრული ეფექტიანობის მისაღწევად, როცა ზღვრული ხარჯები მინიმალური ხდება, საჭიროა განვითარდეს ეკონომიკის ის სტრუქტურული ძვრები, რომლებიც ყველაზე რენტაბელური იმ დარგების ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ბაზარზე, ამავდროულად, შედარებით მეტი სეგმენტი უჭირავს[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, საქართველოს მეცნ. აკად. წევრ-კორესპონდენტის ავთანდილ სილაგაძის საერთო რედაქციით, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“, 2005.
  • ლორთქიფანიძე რევაზ, ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ, თბ., ქვაშვეთის ტაძარში კურთხევით, 2005.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pareto Efficiency, http://wilcoxen.maxwell.insightworks.com/pages/225.html
  2. ლორთქიფანიძე რ, განმარტებები კონკურენციის კანონის, ევროკომისიის ფორმულის განვითარებისა და მაკროსტაბილურობის სტრატეგიულ საკითხებზე. – www. education.ge, ელექტრონული ჟურნალი, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ეკონომიკა, 2012, http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1374 დაარქივებული 2013-10-26 საიტზე Wayback Machine.