ეკვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ეკვატორია
ინგლ. Equatoria
არაბ. لاستوائية
ქვეყანა სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი
კოორდინატები 4°52′00″ ჩ. გ. 31°35′00″ ა. გ. / 4.86667° ჩ. გ. 31.58333° ა. გ. / 4.86667; 31.58333
ფართობი 195 847,67 კმ²
მოსახლეობა 2 628 747 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 13,42 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]

ეკვატორია (ინგლ. Equatoria, არაბ. لاستوائية) — სამხრეთი სუდანის სამხრეთი რეგიონი. თავიდან წარმოადგენდა ეგვიპტის პროვინციას და მის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი უგანდის ჩრდილოეთ ნაწილის უმეტესი ტერიტორია ტბა ალბერტის ჩათვლით.

ეკვატორია 1870 წელს ინგლისელმა მკვლევარმა სემიუელ ბეიკერმა დააარსა. 1874 წელს რეგიონის მმართველი გახდა ჩარლზ ჯორჯ გორდონი, ხოლო 1878 წელს ემინ-ფაშა. 1889 წლის მაჰდისტების აჯანყებამ რეგიონში ეგვიპტური მმართველობა დაასრულა.

ანგლო-ეგვიპტური სუდანის პერიოდში, ეკვატორია წარმოადგენდა 8 პროვინციიდან ერთ-ერთს. ბაჰრ-ელ-ღაზალი ეკვატორიას 1948 წელს გამოეყო. 1976 წელს ეკვატორია გაყვეს ორ შტატად აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკვატორიად. სუდანის პირველ და მეორე სამოქალაქო ომების დროს რეგიონი ძალადობამ მოიცვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • R. Gray, A History of the Southern Sudan, 1839-1889 (London, 1961).
  • Iain R. Smith, The Emin Pasha Relief Expedition 1886-1890 (Oxford University Press, 1972).
  • Alice Moore-Harell, Egypt's African Empire: Samuel Baker, Charles Gordon and the Creation of Equatoria (Brighton: Sussex Academic Press, 2010).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: