ეკატერინე ჭავჭავაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანი
Екатерина Чавчавадзе Дадиани.jpg
სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 აგვისტო 1853
მმართ. დასასრული: 1866
წინამორბედი: დავით დადიანი
მემკვიდრე: ნიკო დადიანი
დაბ. თარიღი: 19 მარტი, 1816
დაბ. ადგილი: წინანდალი
გარდ. თარიღი: 25 აგვისტო, 1882 (66 წლის)
გარდ. ადგილი: ზუგდიდი
მეუღლე: დავით დადიანი
შვილები: ვაჟები:ნიკო და ანდრია
ქალი: სალომე დადიანი
მამა: ალექსანდრე ჭავჭავაძე
დედა: სალომე ორბელიანი

ეკატერინე ჭავჭავაძე (დ. 19 მარტი, 1816 ― გ. 13 აგვისტო, 1882) — სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი; ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული. 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა-გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

ყირიმის ომის დროს (1853-1856), როდესაც სამეგრელოს დიდი ნაწილი ოსმალებმა დაიკავეს, ოსმალთა სარდალმა ომარფაშამ სცადა სამეგრელოს დედოფალთან შეთანხმება, მაგრამ ეკატერინე დადიანი შეუდგა სახალხო თავდაცვის ოგრანიზებას და პირადად მონაწილეობდა მტრის რაზმებზე თავდასხმაში. 1856 წელს ეკატერინე დადიანი მიიწვიეს ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე; პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს, მიანიჭეს „სტატს დამის“ წოდება და წმ. გიორგის მედლით დააჯილდოეს.

1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყებამ იფეთქა. ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, მთავრობამ ეს მომენტი სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისათვის გამოიყენა და აჯანყების მიზეზად მმართველობის უვარგისობა ჩათვალა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939;
  • მისივე, ქართველი მწერლები, ს. ცაიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1957;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970;
  • კაჭარავა დ., ქსე, ტ. 4, გვ. 62, თბ., 1979