ეკატერინბურგის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ყველაწმინდის ეკლესია
ეკატერინბურგის ყველაწმინდის ეკლესია — რუსეთი
ეკატერინბურგის ყველაწმინდის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°50′52″ ჩ. გ. 60°38′16″ ა. გ. / 56.84778° ჩ. გ. 60.63778° ა. გ. / 56.84778; 60.63778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის ყველაწმინდის ეკლესია (რუს. Храм Всех Святых) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში, მიხაილოვსკის სასაფლაოზე. ტაძარი შენდებოდა 1886-1890 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1886 წლის 8 ივნისს და 1890 წლის 17 ივნისს აკურთხა ეკატერინბურგისა და ირბიტის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ. ტაძარი ააგეს ადგილობრივი ვაჭრების ალექსანდრე ვოლკოვის, ფიოდორ მიხაილოვისა და სხვათა ფინანსებით. მოსახლეობაში ეკლესიასა და სასაფლაოს ფიოდორ მიხაილოვის პატივსაცემად ეწოდა მიხაილოვოს სახელი[1].

1918 წელს ტაძარი ძლიერ დაზიანდა ხანძრისაგან. აღდგენას დასჭირდა ორი წელი. ამ ორი წლის განმავლობაში ტაძარი საინტერესო კედლის მხატვრობით მოხატეს. კედლები მოხატეს ვიქტორ ვასნეცოვის ხელმძღვანელობით.

1941 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა, მაგრამ მორწმუნეებს დაუბრუნდა 1944 წლის ივლისში. ომის შემდგომ წლებში ომის შემდეგ წლებში ეკლესია მოხატეს, მას გადაეცა შესანახად სამების ეკლესიის კანკელი.

1961 წლის 25 აგვისტოს სვერდლოვსკის ოლქის აღმასკომის გადაწყვეტილებით ეკლესიის სამრევლო თემი გააუქმეს და შეუერთეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის მრევლს. ტაძარი დახურეს, სიმდიდრე და მხატვრობა გაძარცვეს, ხოლო საკურთხეველი შეურაცხყვეს. 1965 წელს ტაძრის შენობაში გახსნეს დამკრძალავი სამსახურის ყვავილების მაღაზია.

ტაძრის აღორძინება დაიწყო 1990 წელს, აღდგენილი საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე აკურთხა სვერდლოვსკისა და კურგანის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა.

1997 წელს ტაძარში შეიქმნა საქველმოქმედო სამსახური, რომლის საქმიანობაც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადაპტირებული ავტოფარეხით დაიწყო. დაარსების მომენტიდან საქველმოქმედო სამსახური ეხმარებოვა ყველა მსურველს, მცირე შემოსავლიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებს[2].

2011 წლის 16 მარტს ტაძართან მოქმედ საკვირაო სკოლას შეუსრულდა 20 წელი. ამჟამად სკოლაში სწავლობს 150 ბავშვი შვიდი წლის ასაკიდან, მუშაობს 15 მასწავლებელი. მეცადინეობები მიმდინარეობს შაბათსა და კვირას[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]