ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი
ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°49′22″ ჩ. გ. 60°35′57″ ა. გ. / 56.82278° ჩ. გ. 60.59917° ა. გ. / 56.82278; 60.59917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6610006003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) მიხეილ მალახოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი (რუს. Александро-Невский собор) — საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ტაძარი შენდებოდა 1838-1854 წლებში. მდებარეობს ნოვო-ტიხვინის მონასტრის ტერიტორიაზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოავალი საკათედრო ტაძრის შენებლობა დაიწყეს 1838 წლის 26 ივნისს. იგი იყო ქვისგან აშენებული და სამსაკურთხევლიანი. საფუძვლის ჩაყრიდანვე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მას საკათედროს სტატუსი აქვს. აგებულია კლასიციზმის სტილშიმიხეილ მალახოვის არქიტექტორობით. მშენებლობა დასრულდა 1848 წელს. მთავარი ტაძარი აკურთხეს 1852 წლის 21 სექტემბერს მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელზე. მარცხენა ეგვტერი აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე 1853 წლის 8 ივნისს. თითქმის ერთი წლის შემდეგ 1854 წლის 23 მაისს მარჯვენა ეგვტერი აკურთხეს ქრისტეს აღდგომის სახელზე. სამრეკლოზე დაკიდეს მხოლოდ ერთი პატარა ზარი.

1921 წელს, ნოვო-ტიხვინის მონასტრის დახურვის შემდეგ, ტაძარი გახდა სამრევლო. 1930 წელს საკათედრო ტაძარი საბოლოოდ დახურეს. ამავე წელს ტაძრის გარშემო ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან მოქმედი სასაფლაოც გაანადგურეს. 1942 წელს შემდეგი გამოყენებისათვის კაპიტალურად გადააკეთეს შენობა და მასში განათავსეს სამხედრო საწყობი. 1961 წლიდან დაწყებული საკათედრო ტაძრის შენობა გამოიყენებოდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდსაცავად.

1991 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა. დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიირეს 1991 წლის 10 სექტემბერს ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ[1]. 1992 წელს მრევლს დაუბრუნდა ტაძრის პირველი სართული და აღსდგა ღვთისმსახურება. 1994 წლიდან ტაძარი კვლავ სამონასტრო გახდა. ამავე წელს იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრიდან საზეიმოდ გადააბრძანეს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი.

ამჟამად საკათედრო ტაძარი მთლიანად ეკატერინბურგის ეპარქიას ეკუთვნის. მიმდინარეობდა შენობის სრულფასოვანი რეკონსტრუქცია. ტაძარი 2013 წელს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]