ეკატერინა მეჩეტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინა მეჩეტინა

ეკატერინა მეჩეტინა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი 1978
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
საიტი ოფიციალური საიტი

ეკატერინა მეჩეტინა (რუს. Мечетина, Екатерина Васильевна; დ. 16 სექტემბერი 1978, მოსკოვი) — რუსი პიანისტი. ახალგაზრდული პრემია „ტრიუმფის“ ლაურეატი (2003), მოსკოვის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიის სოლისტი, მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საბჭოს წევრი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მამამისის, ვიოლონჩელისტის ვასილი მეჩეტინისა და დედამისის, ფორტეპიანოს მასწავლებლის ოლგა ზუბოვას ოჯახში. მუსიკაში მეცადინეობა 4 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო სცენაზე გამოდის 5 წლიდან. მისი პირველი სოლო კონცერტი შედგა 10 წლის ასაკში ცენტრალური მუსიკალური სკოლის დარბაზში. ორი წლის შემდეგ იაპონიაში გამართა საკონცერტო ტურნე. წელიწადში დაახლოებით 60 კონცერტს მართავს. კონცერტებით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გამოვიდა.

1985–1996 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. 1996–2001 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ტამარა კოლოსის კლასი), ხოლო შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში (ვლადიმერ ოვჩინიკოვის კლასი), რომელიც აგრეთვე წარჩინებით დაასრულა. 2001–2004 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტი (სერგეი დორენსკის კლასი).

2001 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. 2008, 2009 და 2010 წლებში იყო მუსიკალური კონკურსის „მაკნატუნას“ ჟიურის წევრი. 2009 წლიდან მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „Crescendo“. 2011 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ვარსკვლავები ბაიკალზე“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]