ეკალი (მცენარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

mravalperovania!

ვარდის ეკლები

ეკალი (spina), ღეროს, ფოთლის, ფესვისა და მათი ნაწილების მეტამორფოზის შედეგად განვითარებული მაგარი წვეტიანი წარმონაქმნი. ეკლად შეიძლება გარდაიქმნეს მთელი ფოთოლი (კოწახურისა, ხურტკმელისა და სხვა), მისი შუა ძარღვი (ბაძგის, გლერძას და სხვა ფრთისებრი ფოთოლი) ანდა თანაფოთლები (ცრუაკაციისა, ძეძვისა და სხვა). თუ ეკალი სახეცვლილი ყლორტია (კუნელისა, კვრინჩხისა, მაჟალოსი, პანტისა), ის უფოთლოა ან სუსტად შეფოთლილი. ეკალი შეიძლება განვითარდეს დამატებითი ფესვებიდანაც ღეროს ქვედა ნაწილზე (პალმა Acanthorhiza, Iriartea). ეკალი უფრო ხშირად მშრალი და ცხელი ადგილსამყოფელის მცენარეებს აქვთ. იგი იცავს მცენარეს ცხოველებისაგან.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ.61-62, თბ., 1979
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე