ეიფელის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიფელის ეროვნული პარკი

Nationalpark Eifel

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Karte Nationalpark Eifel.png
მდებარეობა გერმანიის დროშა გერმანია
კოორდინატები 50°37′ ჩ. გ. 6°26′ ა. გ. / 50.617° ჩ. გ. 6.433° ა. გ. / 50.617; 6.433
ფართობი 10 700 ჰა
დაარსდა 2004
Blick von Burg Vogelsang auf Tal.JPG

ეიფელის ეროვნული პარკი (გერმ. Nationalpark Eifel) — ეროვნული პარკი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

მდებარეობს აიფელის მთების ჩრდილოეთით, ქალაქ ნიდეგენსა (ჩრდილოეთით) და შლაიდენს (სამხრეთით) შორის, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბელგიას. პარკი 2004 წელს დაარსდა და მისი ფართობი დაახლოებით 10 700 ჰექტარია. მისი მიზანია დღემდე შემორჩენილი წიფლის ტყეების დაცვა, რომლითაც ძველად მთელი ეიფელი და ცენტრალური ევროპის უდიდესი ნაწილი იყო დაფარული. მოიცავს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებს, ტბებს, ნაკადულებსა და ღია ტბორებს.

ეროვნულ პარკში გავრცელებულია 900-მდე ცხოველისა და მცენარის სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი წითელ წიგნშია შეტანილი. მხოლოდ ხოჭოების სახეობები 1300-ს აღწევს. სხვა ცხოველებს შორისაა ველური კატა, შავი ყარყატი და კედლის ხვლიკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: