ეირენისი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეირენისი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ანკარასებრნი
გვარი: ეირენისი
ლათინური სახელი
Eirenis
დაცვის სტატუსი

ეირენისი (Eirenis), გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. ცნობილია ეირენისის 18 სახეობა, მათგან საქართველოში გვხვდება 2: საყელოიანი ეირენისი (Eirenis collaris) და წყნარი ეირენისი (Eirenis modestus). გავრცელებულნი არიან: სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. ბოლო დრომდე აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ეირენისებს აერთიანებდნენ გვარში - კონტია, ამერიკულ მონათესავე სახეობებთან ერთად. ამჟამად კონტიას სახელწოდებით მხოლოდ ამერიკულ სახეობებს მოიხსენიებენ.

წარმოადგენენ პატარა ზომის, წვრილ, 60 სანტიმეტრამდე სიგრძის გველებს - ბლაგვად მომრგვალებული სხეულისაგან მცირედ გამოყოფილი თავით. ქერცლები - გლუვია და სხეულზე 15-17 რიგადაა განლაგებული. კბილები ზედა ყბაზე პატარაა, ერთი ზომის და სუსტი. ნაკლებად მოძრავი გველებია. ცხოვრობენ მალული, ღამის ცხოვრებით. იკვებებიან უხერხემლოებით.


[რედაქტირება] სახეობები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე