ეია-ფიორდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეია-ფიორდის ხედი. მარჯვნივ — ქალაქი აკურეირი

ეია-ფიორდი (ისლ. Eyjafjörður — კუნძულოვანი ფიორდი) — ფიორდი ისლანდიაში.

ეია-ფიორდი მდებარეობს ისლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, ნახევარკუნძულ ტრიოლლასკაგის აღმოსავლეთით და იჭრება გრენლანდიის ზღვაში. ფიორდის სიგრძე არის 60 კმ, სიგანე აღწევს 24 კმ-ს.

ეია-ფირდის სამხრეთის ბოლოში მდებარეობს ქალაქი აკურეირი, დასავლეთ სანაპიროზე — ქალაქები დალვიკი და ოულაფსფიორდური. ფიორდის შუაში მდებარეობს კუნძული ჰრისეი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]