ეთელვირდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთელვირდი (ელფვერდი)
Æthelweard (Ælfweard)
ინგლისის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 ივლისი 924
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო 924
წინამორბედი: ედუარდ უფროსი
მემკვიდრე: ათელსტანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 904
გარდ. თარიღი: 2 აგვისტო 924
მეუღლე: მარგარიტა ფრანგი
დინასტია: უესექსის დინასტია
მამა: ედუარდ უფროსი
დედა: ელფლედა (ელფლიდა)

ეთელვირდი (ელფვერდი, ანგლო-საქს. Ælfweard Æthelweard) (დ. დაახლ. 904 — გ. 2 აგვისტო, 924) — უესექსის მეფე 924 წელს. ედუარდ უფროსისა და მისი მეორე ცოლის ელფლედას შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგლო-საქსური ქრონიკების ერთ-ერთი ვერსიით, ვითენაგემოტმა (უხუცესთა საბჭო) უესექსის მეფედ აირჩია ეთელვირდი, ედუარდ I-ის შვილი (17 ივლისი 924), იმავდროულად, მისმა ერთადერთმა ძმამ, ათელსტანმა მიიღო მერსიის მართვის უფლება. თავის დედაქალაქად ეთელვირდმა ოქსფორდი აირჩია, თუმცა უკვე 2 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა, ისე, რომ არც ჩატარებია კორონაციის ცერემონია. ამბობენ, რომ ის მოკლეს ათელსტანის ბრძანებით, რომელიც მათმა მამამ, რამდენიმე ქრონიკის მიხედვით, თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ეთელვირდი არ იყო დაქორწინებული და მემკვირდე არ დარჩენია. როგორც უესექსის დინასტიის დანარჩენი მეფეები, ეთელვირდიც დაკრძალულ იქნა ვინჩესტერის ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Miller S. Æthelstan // The Blackwell Encyclopedia of Anglo-Saxon England.— London, 1999.—ISBN 0-631-22492-0