ეთელბერტი (უესექსი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ეთელბერტ I (უესექსი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეთელბერტი (ინგლ. Ethelbert; ანგლ.-საქს. Æþelberht) - უესექსის მეფე 860-865 წლებში.

ეთელბერტი იყო ეთელვულფისა და ოსბურგას ძე. 860 წელს ძმის ეთელბალდის სიკვდილის შემდეგ იგი უესექსის მეფე გახდა. მისი მეფობის შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი. ამ დროს კენტისა და ნორთუმბრიის სამეფოები დალაშქრეს დანიელმა ვიკინგებმა რაგნარ ლოდბროკის მეთაურობით, რომლებმაც ქალაქ ვინჩესტერამდეც კი მიაღწიეს. ეთელბერტი დაკრძალულია შერბორნის სააბატოში, დორსეტში.