ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასი (ან უბრალოდ ევროპის თასი), არის თასი, რომელითაც უეფა ყოველწლიურად აჯილდოებს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, თუმცა არა ორიგინალით. ორიგინალი სამუდამოდ მხოლოდ იმ კლუბებს რჩებათ, რომლებიც ლიგას 5-ჯერ ან ზედიზედ 3-ჯერ მოიგებენ.
თასის ორიგინალის მფლობელი კლუბები
რეალ მადრიდი, მეექვსე გამარჯვების შემდეგ, 1956-60 წლებში და 1966 წელს.
აიაქსი, ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1973 წელს.
ბაიერნი, ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1976 წელს.