ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2012)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
Mistrzostwa Europy w Piłce Nożnej 2012 (პოლონური)
Чемпіонат Європи з футболу 2012 (უკრაინული)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012
ტურნირის დეტალები
ადგილი პოლონეთის დროშა პოლონეთი
უკრაინის დროშა უკრაინა
      ქალაქები 8
      სტადიონები 8
ტურნირის ვადები 8 ივნისი - 1 ივლისი
შესარჩევის ვადები 11 აგვისტო, 2010 – 15 ნოემბერი, 2011
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ესპანეთის დროშა ესპანეთი
მეორე ადგილი იტალიის დროშა იტალია
მესამე ადგილი პორტუგალიის დროშა პორტუგალია და გერმანიის დროშა გერმანია
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 1 440 896  (46 481 თამაშზე)
მატჩები 31
გოლები 76  (2.45 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი ესპანეთის დროშა ფერნანდო ტორესი [1]  (3 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე ანდრეს ინიესტა
ქალაქ პოზნანის სიმბოლო-თხები ევრო 2012-ის მონაწილე ქვეყნების დროშებით

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.

ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.

მასპინძლის შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინა-პოლონეთის გაერთიანებულმა ვარიანტმა გაიმარჯვა 2007 წლის 18 აპრილს კარდიფში, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე. ამ ვარიანტმა დაამარცხა იტალიისა და უნგრეთ-ხორვატიის კანდიდატები და გახდა ორ ქვეყანაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის რიგით მესამე შემთხვევა.

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამზომი ჩართულია ევრო 2012-ის დაწყებამდე (ლვოვი, 22 ივლისი 2011)

2008 წლის იანვარში უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ტურნირის ორგანიზატორებს გაფრთხილება მისცა მზადების პროცესში შეცდომების თავიდან აცილებისაგან.

უკრაინამ განაცხადა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მას, როგორც თანა-მასპინძელს: კიევის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქციის შეჩერება და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების შეწყვეტა. მიშელ პლატინიმ 2009 წლის აპრილში განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც ერთ-ერთ მასპინძლად მოიაზრებოდა, თუმცა ამასთანავე მიანიშნა, რომ მატჩების უმეტესობა პოლონეთში გაიმართებოდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო ამისთვის, მაგრამ უეფა-მ კვლავ 4+4 გეგმა დატოვა ძალაში.

2008 წლის სექტემბერში, პოლონეთში, სკანდალი აგორდა: პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კორუფციული გარიგებების გამო მთავრობამ გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებითი ადმინისტრატორი დანიშნა. ამ ფაქტს უეფა-დან მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და უკრაინასთან ერთად მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. უკრაინაში მოსამზადებელი სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით წარიმართა და 2009 წლის აპრილში მიშელ პლატინიმ ვიზიტისას განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უკრაინას სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა. შემდეგ თვეში უეფა-მ საბოლოოდ დაამტკიცა მასპინძელი ოთხი პოლონური ქალაქი: ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი. ამავე სხდომაზე უეფა-მ გაფრთხილება მისცა ლვოვს, ხარკივს და დონეცკს ნოემბრამდე მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს მხოლოდ კიევი და ამ სამიდან ყველაზე უფრო მომზადებული ქალაქი უმასპინძლებდა.

2009 წლის სექტემბერში უეფა-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხივე ქალაქი (კიევი, დონეცკი, ხარკივი და ლვოვი) უმასპინძლებდა ევრო 2012-ის მატჩებს, ხოლო კიევი – ფინალს.

2010 წლის მაისში მიშელ პლატინიმ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა გერმანია-უნგრეთს ჩაენაცვლებინა უკრაინა-პოლონეთი, რადგანაც გაჩნდა ახალი ეჭვები ამ ორი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მაგრამ აგვისტოში პლატინი ისევ ესტუმრა ამ ქვეყნებს და თქვა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ ორი ქვეყნის მზადებასთან დაკავშირებით და დაბრკოლებები აღარ არსებობდა. 2011 წლის სექტემბერში უეფა-ს დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტისას საბოლოოდ დაადგინა, რომ უკრაინა მზად იყო ევრო 2012-სთვის.

სტადიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონეთი
ვარშავა გდანსკი ვროცლავი პოზნანი
ეროვნული სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 58 500[2]
პგე არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 43,615[3]
მუნიციპალური სტადიონი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 42,771[4]
მუნიციპალური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 43,269[5]
ჯგუფი A 3 მატჩი
(გახსნის მატჩის ჩათვლით),
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი C 3 მატჩი და
1 მეოთხედფინალი
ჯგუფი A 3 მატჩი ჯგუფი C 3 მატჩი
უკრაინა
კიევი დონეცკი ხარკივი ლვოვი
ოლიმპიური სტადიონი
განახლებული
ტევადობა: 70,050[6]
დონბას არენა
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 51,504[7]
მეტალისტი
განახლებული
ტევადობა: 38,633[8]
არენა ლვოვი
აშენდა ტურნირისათვის
ტევადობა: 34,915[9]
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
ფინალი
ჯგუფი D 3 მატჩი,
1 მეოთხედფინალი და
1 ნახევარფინალი
ჯგუფი B 3 მატჩი ჯგუფი B 3 მატჩი

შესარჩევი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2010 წლის 7 თებერვალს ვარშავაში შედგა.შესარჩევში მონაწილეობდა 51 გუნდი,მათ უნდა გამოევლინათ ევროპის ჩემპიონატის 14 მონაწილე, რომლებიც შეუერთდებოდნენ მასპინძლებს-პოლონეთს და უკრაინას.გუნდები განაწილდნენ 9 ჯგუფში.კენჭისყრა შედგა იმდროსათვის არსებული უეფას ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო 2010 წლის აგვისტოში და დამთავრდა 2011 წლის 15 ნოემბერს.2011 წლის 11 ოქტომბერს დასრულდა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი,რომელმაც გამოავლინა ევროპის ჩემიონატის მონაწილე 10 გუნდი:9 გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი.დანარჩენმა მეორეადგილოსნებმა ითამაშეს პლეი-ოფში და გამოავლინეს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 4 გუნდი.

მონაწილე გუნდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ევროპის ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის ფორმატი მოქმედებს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია მოითხოვდა მონაწილეთა გაზრდას 24-მდე,რადგანაც 1996 წლის შემდეგ გაიზარდა უეფას წევრთა რიცხვი.2007 წლის აპრილში უეფას აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა 2012 წლის ევროპის ჩემიპიონატის მონაწილეთა როცხვის გაზრდას.

  გასული ქვეყნები
  ვერგასული ქვეყნები
  უეფას არაწევრი ქვეყნები

ამ ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდი მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც,ხოლო ორი-ინგლისი და დანია 2004 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ კონტინენტურ პირველობას.ირლანდია ოცდაოთხწლიანი შესვენების შემდეგ მეორედ გამოდის ევროპის ჩემპიონატზე.მასპინძელი უკრაინა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ასპარეზობს ევროპირველობაზე.

აი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი:

ფინალური ეტაპის კენჭისყრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 2 დეკემბერს კიევში, სასტუმრო „უკრაინაში“ შედგა. ერთსაათიან პროცესს უძღვებოდნენ ორი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი-ტელეწამყვანები: ოლგა ფრეიმუტი და პიოტრ სობჟინსკი.

უეფა-ს კოეფიციენტთა რეიტინგის მიხედვით, მონაწილე 16 გუნდი 4 კალათში განათავსდა. მასპინძელი ქვეყნები მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ერთად პირველ კალათში მოხვდნენ.

კენჭისყრის პროცედურის თანახმად ყოველი ჯგუფში თითოეული კალათიდან მოხვედრილი გუნდით კომპლექტდებოდა. კენჭისყრის ბურთულებს იღებდნენ სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონები: ჰორსტ ჰრუბეში, მარკო ვან ბასტენი, პეტერ შმეიხელი და ზინედინ ზიდანი.

კალათი 1 კალათი 2 კალათი 3 კალათი 4

მსაჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 20 დეკემბერს უეფა-მ მსაჯები დაასახელა:

ქვეყანა მსაჯი
ინგლისის დროშა ინგლისი ჰოვარდ უები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სტეფან ლენუა
გერმანიის დროშა გერმანია ვილფგანგ შტარკი
უნგრეთის დროშა უნგრეთი ვიქტორ კასალი
იტალიის დროშა იტალია ნიკოლა რიცოლი
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ბიორნ კეიპერსი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია პედრუ პროენსა
შოტლანდიის დროშა შოტლანდია კრეიგ ტომსონი
სლოვენიის დროშა სლოვენია დამირ სკომინა
ესპანეთის დროშა ესპანეთი კარლოს ველასკო კარბალიო
შვედეთის დროშა შვედეთი იუნას ერიქსენი
თურქეთის დროშა თურქეთი ჯიუნეიტ ჩაქირი

მეოთხე მსაჯები:

ქვეყანა მეოთხე მსაჯი
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი პაველ კრალოვეცი
ნორვეგიის დროშა ნორვეგია ტომ ჰარალგ ჰაგენი
პოლონეთის დროშა პოლონეთი მარცინ ბორსკი
უკრაინის დროშა უკრაინა ვიქტორ შვეცოვი

პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კარის ხაზებთან განლაგდა ორი დამხმარე მსაჯი.

შემადგენლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფური ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გტ გშ +/-
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 3 2 0 1 4 5 –1 6
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 3 1 1 1 3 3 0 4
რუსეთის დროშა რუსეთი 3 1 1 1 5 3 +2 4
პოლონეთის დროშა პოლონეთი 3 0 2 1 2 3 –1 2
8 ივნისი, 2012
პოლონეთი პოლონეთის დროშა 1 – 1 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
რუსეთი რუსეთის დროშა 4 – 1 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
12 ივნისი, 2012
საბერძნეთი საბერძნეთის დროშა 1 – 2 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
პოლონეთი პოლონეთის დროშა 1 – 1 რუსეთის დროშა რუსეთი
16 ივნისი, 2012
ჩეხეთი ჩეხეთის დროშა 1 – 0 პოლონეთის დროშა პოლონეთი
საბერძნეთი საბერძნეთის დროშა 1 – 0 რუსეთის დროშა რუსეთი

B ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გტ გშ +/-
გერმანიის დროშა გერმანია 3 3 0 0 5 2 +3 9
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 3 2 0 1 5 4 +1 6
დანიის დროშა დანია 3 1 0 2 4 5 –1 3
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 3 0 0 3 2 5 –3 0
9 ივნისი, 2012
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 0 – 1 დანიის დროშა დანია
გერმანია გერმანიის დროშა 1 – 0 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
13 ივნისი, 2012
დანია დანიის დროშა 2 – 3 პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 1 – 2 გერმანიის დროშა გერმანია
17 ივნისი, 2012
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 2 – 1 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
დანია დანიის დროშა 1 – 2 გერმანიის დროშა გერმანია

C ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გტ გშ +/-
ესპანეთის დროშა ესპანეთი 3 2 1 0 6 1 +5 7
იტალიის დროშა იტალია 3 1 2 0 4 2 +2 5
ხორვატიის დროშა ხორვატია 3 1 1 1 4 3 +1 4
ირლანდიის დროშა ირლანდია 3 0 0 3 1 9 –8 0
10 ივნისი, 2012
ესპანეთი ესპანეთის დროშა 1 – 1 იტალიის დროშა იტალია
ირლანდია ირლანდიის დროშა 1 – 3 ხორვატიის დროშა ხორვატია
14 ივნისი, 2012
იტალია იტალიის დროშა 1 – 1 ხორვატიის დროშა ხორვატია
ესპანეთი ესპანეთის დროშა 4 – 0 ირლანდიის დროშა ირლანდია
18 ივნისი, 2012
ხორვატია ხორვატიის დროშა 0 – 1 ესპანეთის დროშა ესპანეთი
იტალია იტალიის დროშა 2 – 0 ირლანდიის დროშა ირლანდია

D ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გტ გშ +/-
ინგლისის დროშა ინგლისი 3 2 1 0 5 3 +2 7
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 1 1 1 3 3 0 4
უკრაინის დროშა უკრაინა 3 1 0 2 2 4 −2 3
შვედეთის დროშა შვედეთი 3 1 0 2 5 5 0 3
11 ივნისი, 2012
საფრანგეთი საფრანგეთის დროშა 1 – 1 ინგლისის დროშა ინგლისი
უკრაინა უკრაინის დროშა 2 – 1 შვედეთის დროშა შვედეთი
15 ივნისი, 2012
უკრაინა უკრაინის დროშა 0 – 2 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
შვედეთი შვედეთის დროშა 2 – 3 ინგლისის დროშა ინგლისი
19 ივნისი, 2012
ინგლისი ინგლისის დროშა 1 – 0 უკრაინის დროშა უკრაინა
შვედეთი შვედეთის დროშა 2 – 0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

პლეი-ოფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
21 ივნისი – ვარშავა        
 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი  0
27 ივნისი – დონეცკი
 პორტუგალიის დროშა პორტუგალია  1  
 პორტუგალიის დროშა პორტუგალია  0 (2)
23 ივნისი – დონეცკი
   ესპანეთის დროშა ესპანეთი  0 (4)  
 ესპანეთის დროშა ესპანეთი  2
1 ივლისი – კიევი
 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი  0  
 ესპანეთის დროშა ესპანეთი  4
22 ივნისი – გდანსკი
   იტალიის დროშა იტალია  0
 გერმანიის დროშა გერმანია  4
28 ივნისი – ვარშავა
 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი  2  
 გერმანიის დროშა გერმანია  1
24 ივნისი – კიევი
   იტალიის დროშა იტალია  2  
 ინგლისის დროშა ინგლისი  0 (2)
 იტალიის დროშა იტალია  0 (4)  

მეოთხედფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 ივნისი
22:45
ჩეხეთი ჩეხეთის დროშა 0–1 პორტუგალიის დროშა პორტუგალია ეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,590
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისის დროშა ინგლისი)
გოლი 79' რონალდუ

22 ივნისი
22:45
გერმანია გერმანიის დროშა 4–2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი პგე არენა, გდანსკი
მაყურებელი: 38,751
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენიის დროშა სლოვენია)
ლამი გოლი 39'
ხედირა გოლი 61'
კლოზე გოლი 68'
როისი გოლი 74'
გოლი 55' სამარასი
გოლი 89' (პენ.) სალპინგიდისი

23 ივნისი
22:45
ესპანეთი ესპანეთის დროშა 2–0 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი დონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 47,000
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალიის დროშა იტალია)
ალონსო გოლი 19'90+1' (პენ.)

24 ივნისი
22:45
ინგლისი ინგლისის დროშა 0–0
(დ.დ.)
იტალიის დროშა იტალია ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 64,340
მსაჯი: პედრუ პროენსა (პორტუგალიის დროშა პორტუგალია)
ბმული
  პენალტები  
ჯერარდი გატანილი
რუნი გატანილი
იანგი აცილებული
კოული აცილებული
2–4 გატანილი ბალოტელი
აცილებული მონტოლივო
გატანილი პირლო
გატანილი ნოჩერინო
გატანილი დიამანტი

ნახევარფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 ივნისი
22:45
პორტუგალია პორტუგალიის დროშა 0–0
(დ.დ.)
ესპანეთის დროშა ესპანეთი დონბას არენა, დონეცკი
მაყურებელი: 48,000
მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთის დროშა თურქეთი)
ბმული
  პენალტები  
მუტინიო აცილებული
პეპე გატანილი
ნანი გატანილი
ალვეში აცილებული
2–4 აცილებული ალონსო
გატანილი ინიესტა
გატანილი პიკე
გატანილი რამოსი
გატანილი ფაბრეგასი

28 ივნისი 2012
22:45
გერმანია გერმანიის დროშა 1–2 იტალიის დროშა იტალია ეროვნული სტადიონი, ვარშავა
მაყურებელი: 55,540
მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთის დროშა საფრანგეთი)
ოზილი გოლი 90+2' (პენ.) გოლი 20'36' მარიო ბალოტელი

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1 ივლისი
22:45
ესპანეთი ესპანეთის დროშა 4–0 იტალიის დროშა იტალია ოლიმპიური სტადიონი, კიევი
მაყურებელი: 63,170[10]
მსაჯი: პედრუ პროენსა (პორტუგალიის დროშა პორტუგალია)
სილვა გოლი 14'
ალბა გოლი 41'
ტორესი გოლი 84'
მატა გოლი 88'
ბმული

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუქი შრიფტით აღნიშნულია ბომბარდირი უეფას ოფიციალური წესების მიხედვით

3 გოლი
2 გოლი
1 გოლი

1 ავტო გოლი

სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თილისმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავეკი და სლავკო

თილისმების სახელები შეირჩა 2010 წლის დეკემბერში უეფას საიტზე გამოკითხვის შედეგად:

  • სლავეკი და სლავკო-56 %
  • სიემკო და სტრიმკო-29 %
  • კლემეკი და ლადკო-15 %

ლოგო და სლოგანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონატის ლოგო დამტკიცდა 2009 წლის 14 დეკემბერს კიევში.იგი პოლონეთის და უკრაინის ქვანახშირის რეგიონებისათვის დამახასიათებელი ქაღალდების გამოჭრის ხელოვნების სტილისაა.აქვე დამტკიცდა სლოგანი:ისტორიას ვქმნით ერთად(პოლონურად:Razem tworzymy przyszłość,უკრაინულად:Творимо історію разом).სლოგანი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ ეს ორი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა პირველად მასპინძლობს კონტინენტურ პირველობას.

ბილეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილეთები გაიყიდა უეფას ოფიციალური საიტის მეშვეობით ან მონაწილე 16 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების მიერ ბილეთების ფასი მერყეობდა 30 ევროდან 600 ევრომდე. გულშემატკივარს შეეძლო შეიძინა ბილეთის პაკეტები (თავისი ფავორიტი გუნდის ან ერთ კონკრეტულ სტადიონზე გასამართი მატჩების).

ბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთია ადიდას ტანგო 12.

მაუწყებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა უფლება წყარო
ალბანეთის დროშა ალბანეთი რადიო-ტელევიზია შქიპტარი [11]
ავსტრიის დროშა ავსტრია ავსტრიის მაუწყებელი [11]
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი აზერბაიჯანის ტელევიზია [12]
ბელარუსის დროშა ბელარუსი ბელორუსის ეროვნული ტელე-რადიო კომპანია [11]
ბელგიის დროშა ბელგია ფრანგულენოვანი ბელგიის რადიო-ტელევიზია / ფლანდრიის ტელე-რადიო ორგანიზაციის ქსელი1 [11][13]
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია-ჰერცეგოვინა ბოსნია-ჰერცეგოვინის რადიო-ტელევიზია [11]
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზია [11]
გერმანიის დროშა გერმანია ARD / მეორე გერმანული ტელევიზია [14]
დანიის დროშა დანია დანიის ეროვნული სამუწყებლო კორპორაცია / TV 2 / TV4 ჯგუფი [15][16]
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(ITV) [17]
ესტონეთის დროშა ესტონეთი ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
ევროპის დროშა ევროპა ევროპის სამაუწყებლო კავშირი [18]
ესპანეთის დროშა ესპანეთი TV 5 / TV 4 [19]
თურქეთის დროშა თურქეთი თურქეთის ტელე-რადიო კორპორაცია(TRT) [11]
ირლანდიის დროშა ირლანდია ირლანდიის რადიო-ტელევიზია RTE [20]
ისრაელის დროშა ისრაელი შპს ჩარლტონი. [21]
იტალიის დროშა იტალია იტალიის რადიო-ტელევიზია RAI [22]
კვიპროსის დროშა კვიპროსი კვიპროსის სამუწყებლო კორპორაცია [11]
ლატვიის დროშა ლატვია ლატვიის ტელევიზია (LTV) [11]
ლიეტუვის დროშა ლიტვა ლიტვის ნაციონალური რადიო დაბ ტელევიზია [11]
მაკედონიის დროშა მაკედონია მაკედონიის რადიო-ტელევიზია [11]
მალტის დროშა მალტა საზოგადოებრივი მაუწყებელი [23]
მოლდოვის დროშა მოლდოვა ტელე-რადიო მოლდოვა [11]
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო ჩერნოგორიის რადიო-ტელევიზია [11]
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები ნიდერლანდის სამაუწყებლო კომპანია [24]
ნორვეგიის დროშა ნორვეგია TV4 ჯგუფი [15]
პოლონეთის დროშა პოლონეთი პოლონეთის ტელევიზია(TVP) [25]
პორტუგალიის დროშა პორტუგალია პორტუგალიის რადიო-ტელევიზია / კომუნიკაციების დამოუკიდებელი საზოგადოება(SIC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(TVI) / სპორტ TV [26][27]
რუმინეთის დროშა რუმინეთი რუმინეთის ტელევიზია(TVR) [11]
რუსეთის დროშა რუსეთი სრულიად რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაცია / პირველი არხი (რუსეთი) [11]
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია [28]
საქართველოს დროშა საქართველო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
სერბეთის დროშა სერბეთი სერბეთის რადიო-ტელევიზია [11]
სომხეთის დროშა სომხეთი სომხეთის საზოგადოებრივი არხი [11]
სლოვენიის დროშა სლოვენია სლოვენიის რადიო-ტელევიზია(RTVSLO) [11]
უკრაინის დროშა უკრაინა უკრაინის ნაციონალური ტელევიზიაNTU / უკრაინა (ტელევიზია) [29]
უნგრეთის დროშა უნგრეთი ფინეთის საზოგადოებრივი არხი / უნგრეთის ტელევიზია [30]
ფინეთის დროშა ფინეთი ფინეთის საზოგადოებრივი არხი / MTV3 [11]
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი ყაზახეთის ტელევიზია / ევრაზიის ნაციონალური ტელევიზია [12]
შვედეთის დროშა შვედეთი შვედეთის ტელევიზია / TV4 (შვედეთი) / ციფრული არხი [31]
შვეიცარიის დროშა შვეიცარია შვეიცარიის სზოგადოებრივი მაუწყებელი [11]
ხორვატიის დროშა ხორვატია ხორვატიის რადიო-ტელევიზია [11]

სხვა ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა უფლება წყარო
ავსტრალიის დროშა ავსტრალია სეტანტა სპორტს ავსტრალია [32]
 აზია სპორტ5 [33]
აშშ-ის დროშა აშშ ESPN [34]
 ახლო აღმოსავლეთი ალ-ჯაზირა [35]
ბრაზილიის დროშა ბრაზილია გლობო / გლობოსატი [11][36]
ბრუნეის დროშა ბრუნეი ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) [33]
ვენესუელის დროშა ვენესუელა მერიდიანო [33]
ინდონეზიის დროშა ინდონეზია RCTI / ინდოვიზია [33]
იაპონიის დროშა იაპონია დენცუ [33]
კანადის დროშა კანადა სპორტ ნეთვორქი / RDS2 [34]
 ლათინური ამერიკა ტელევიდეო სერვისი [33]
მალაიზიის დროშა მალაიზია ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) / მედია პრიმა [33][37]
მექსიკის დროშა მექსიკა TV აცტეკა / ტელევისა [11][33]
 ოკეანეთი სპორტ 5 [33]
სინგაპურის დროშა სინგაპური სტარჰუბ TV [38]
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სუპერსპორტი [39]
 სამხრეთ აზია ნეო სპორტი [40]
 სუბსაჰარული აფრიკა სუპერსპორტი [33]
ტაილანდის დროშა ტაილანდი ჯი-ემ-ემ გრამი [41]
 ჩრდილოეთ აფრიკა ალ-ჯაზირა [35]
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი ნაუ TV [42]
  • 1-ჰოლანდიური არხი
  • 2-ფრანგული არხი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Torres clinches Euro 2012 Golden Boot დაარქივებული 2012-07-04 საიტზე Wayback Machine. Soccerway, 2 July 2012 (ინგლისური)
  2. National Stadium Warsaw. UEFA.com. Union of European Football Associations. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  3. Arena Gdansk. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  4. Municipal Stadium Wroclaw. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  5. Municipal Stadium Poznan. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  6. Olympic Stadium, Kyiv. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  7. Donbass Arena. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  8. Metalist Stadium. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  9. Arena Lviv. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
  10. Full-time report Spain-Italy. UEFA.com. Union of European Football Associations (1 July 2012). ციტირების თარიღი: 1 July 2012.
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 11.12 11.13 11.14 11.15 11.16 11.17 11.18 11.19 11.20 11.21 11.22 11.23 11.24 UEFA EURO 2012(TM) - Broadcast Partners. UEFA.com. ციტირების თარიღი: 2011-12-08.
  12. 12.0 12.1 „EURO broadcast deals for Azerbaijan, Kazakhstan“. UEFA.com. 2011-09-12. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
  13. „Euro 2012 zal live te bekijken zijn op Sporza“. Sporza.be. 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2010-05-12.
  14. „UEFA signs broadcasters ARD and ZDF of Germany for UEFA EURO 2012™“. UEFA.com. 2010-02-10. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  15. 15.0 15.1 „TV4 Group get 2012 Denmark/Norway rights“. UEFA.com. 2010-05-12. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  16. „TV 2 sikrer sig EURO 2012“. TV2. 2011-10-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2011-10-12.
  17. „BBC gamble on England progress at Euro 2012 as ITV take two of three group games“. Mail Online. 2011-12-12. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  18. „UEFA EURO 2012™ broadcasting deal agreed with EBU“. UEFA.com. 2009-09-23. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  19. „Mediaset España to broadcast UEFA EURO 2012“. UEFA.com. 2011-05-24. ციტირების თარიღი: 2011-05-24.
  20. „RTÉ Secures UEFA EURO 2012 Broadcast Rights“. RTE. 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  21. „Charlton wins Israeli EURO 2012 rights“. UEFA.com. 2011-06-20. ციტირების თარიღი: 2011-06-21.
  22. „RAI wins Italian EURO 2012 rights“. UEFA.com. 2011-06-09. ციტირების თარიღი: 2011-06-10.
  23. „PBS rebrands, TVM to start wide-screen format transmissions“. Timesofmalta.com. 2011-09-07. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  24. „NOS in Dutch EURO media rights deal“. UEFA.com. 2011-01-03. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  25. „UEFA signs host country broadcaster Telewizja Polska SA for UEFA EURO 2012“. UEFA.com. 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  26. „UEFA EURO 2012 media rights deals in Portugal“. UEFA.com. 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2011-08-24.
  27. „UEFA EURO 2012™ broadcast deal in Portugal“. UEFA.com. 2009-11-05. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  28. „Euro 2012 αλά... 2008“. Onsports.gr. 2011-06-25. ციტირების თარიღი: 2011-08-28.
  29. „UEFA EURO 2012 TV deal in Ukraine“. UEFA.com. 2011-11-02. ციტირების თარიღი: 2011-12-03.
  30. „MTV wins exclusive UEFA EURO 2012 media rights“. UEFA.com. 2011-09-09. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
  31. „EURO 2012 broadcast rights deal for Sweden“. UEFA.com. 2009-10-02. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  32. Knox, David (2011-10-24). „Setanta signs UEFA Euro 2012“. TV tonight. ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  33. 33.00 33.01 33.02 33.03 33.04 33.05 33.06 33.07 33.08 33.09 „Media rights deals ex-Europe for UEFA EURO 2012 and 2016 concluded“. UEFA.com. 2010-11-11. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  34. 34.0 34.1 „UEFA EURO 2012 and 2016 Media Rights deals concluded in North America“. UEFA.com. 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  35. 35.0 35.1 „UEFA EURO 2012™ and UEFA EURO 2016™ media rights deals in the Middle East and North Africa“. UEFA.com. 2009-10-13. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  36. „Globo gets EURO 2012 broadcast rights“. UEFA.com. 2010-01-26. ციტირების თარიღი: 2011-04-25.
  37. „TV Media Prima Bhd Dapat Hak Siaran Langsung Euro“. mynewshub. 2011-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-02. ციტირების თარიღი: 2011-12-21.
  38. Tan, Angela (2011-11-28). „StarHub gets exclusive broadcast rights to UEFA Euro 2012“. The Business Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-13. ციტირების თარიღი: 2011-11-28.
  39. „SuperSport to broadcast Euro 2012 and 2016“. Supersport.com. 2010-11-17. ციტირების თარიღი: 2011-08-29.
  40. „Neo Sports bags broadcast rights for Euro 2012“. Best Media Info. 2011-08-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-31. ციტირების თარიღი: 2011-08-29.
  41. „Media Rights for UEFA EURO 2012 announced in Thailand“. UEFA.com. 2011-04-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-02. ციტირების თარიღი: 2011-04-26.
  42. „now TV secures the exclusive Hong Kong media rights to the prestigious UEFA EURO 2012“. Teletimes International. 2011-07-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-18. ციტირების თარიღი: 2011-09-02.