ევროპის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროპის ეკონომიკა
2003 წელს (თუ სხვაგვარად მითითებული არ არის)
მოსახლეობა: 710,000,000
მშპ (ppp): 12.82 ტრილიონი აშშ დოლარი (2006)
მშპ/სულზე (ppp) : $29,300
მშპ /სულზე (ვალუტა) : $30,937
ერთ სულზე მშპ-ის
წლიური ზრდა:
2.8% (2006)
ზემო 10% შემოსავალი: 27.5%
მილიონერი: 2.6 მილიონი (0.3%)
უმუშევრობა 8.8% (2006)
ქალის
შემოსავალი
56.7% (მამაკაცის)
მონაცემების უმეტესობა მოყვანილია UNDP-ის მიერ 2002 წელს, ზოგიერთ მონაცემში გამორიცხულია გარკვეული ქვეყნების მონაცემთა უკმარისობის გამო. სტატისტიკა მთელ ქვეყნებზეა და არა ევროპის გარკვეულ ნაწილებზე.

ევროპის ეკონომიკა 740 მილიონ ადამიანს მოიცავს 50 სხვადასხვა ქვეყანაში. სხვა კონტინენტთა მსგავსად, ევროპის ქვეყნების სიმდიდრე განსხვავდება, თუმცა მათ შორის ყველაზე ღარიბი მშპ-ისა და ცხოვრების სტანდარტების მიხედვით გაცილებით მაღლა დგას სხვა კონტინენტების ღარიბ ქვეყნებთან მიმართებაში.

განსხვავება სიმდიდრეში ევროპაში თვალსაჩინოა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დასავლეთ ევროპულ ქვეყნებს მაღალი მშპ და ცხოვრების სტანდარტები აქვთ, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა ჯერაც სსრკ-ისა და ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად მიღებული ეკონომიკური კრახის ნანგრევებიდან გამოსვლას ცდილობს.

როგორც კონტინენტს, ევროპას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს. თვით ევროპაში უდიდესი ეროვნული ეკონომიკა კი გერმანიას აქვს, რომელიც ასევე გლობალურად ნომინალური მშპ-ით მესამე ადგილზეა და მეხუთე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. მეორეა დიდი ბრიტანეთი, რომელიც მეხუთეა მსოფლიოში ნომინალური მშპ-ის დონით და მეექვს მუპ-ით. ევროპის კავშირი მსოფლიოს უდიდესი (სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით — 2005) და სიდიდით მეორეა (ცსს მსოფლიო ფაქტწიგნი — 2006), თუ მას ერთ ერთეულად მივიჩნევთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]